ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდას მე-8 მშრალი მატჩი - ვალენსიამ მოუგებელი სერია აუტსაიდერთან შეწყვიტა

ლა ლიგის 30-ე ტურში ჩემპიონატის გამოკვეთილი აუტსაიდერი „ელჩე“ შინ რუბენ ბარახას გაწვრთნილ „ვალენსიასთან“ 0:2 დამარცხდა. ლა ლიგაში „ვალენსიამ“ 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 30 ტურში 30 ქულა დააგროვა და მე-18 ადგილზეა. მე-17 პოზიციაზე მყოფ „ალმერიასაც“ 30 ქულა აქვს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში „ალმერიამ“ „ვალენსიას“ აჯობა, ამის გამო მამარდაშვილის გუნდი გასავარდნ ზონაში რჩება.

მიმდინარე სეზონში „ღამურების“ ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის ოცდაათივე მატჩში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. მან 30-დან 6 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა. ასევე, ესპანეთის თასზე 3-დან ორ შეხვედრაში გოლი არ გაუშვა. ორივე ტურნირის გათვალისწინებით 22 წლის ქართველი მეკარის აქტივში 8 მშრალი შეხვედრაა.

მე-19 წუთზე გიორგი მამარდაშვილის შორეული გადაცემის შემდეგ ედინსონ კავანიმ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და მისი საგოლე პასით ბრაზილიელმა ლინომ ანგარიში გახსნა. 42-ე წუთზე „ღამირების“ უპირატესობა ორთბურთიანი გახსნა, ვერდუმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

ტრადიციულად, გიორგი მამარდაშვილმა სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, სოლიდური და დამაჯერებელი იყო, შეცდომა არ დაუშვია.


31-ე ტურში „ვალიადოლიდს“ უმასპინძლებს, მატჩი 27 აპრილს, თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორი ვარჯიში გამოტოვა - ლოჩოშვილის თამაშის შანსი მცირეა
ორი ვარჯიში გამოტოვა - ლოჩოშვილის თამაშის შანსი მცირეა