ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„ღირსეული ჟესტი ქართველი ტყუპისცალის მიმართ“ - ოსი ნამდვილი ლიდერია

იტალიური  Corriere dello Sport-ი „მილანი“ „ნაპოლის“ მატჩის შემდეგ, ნეაპოლელთა შორის ვიქტორ ოსიმენის როლზე საუბრობს.

ამ რთული მატჩებისა და მარცხის შემდეგ, ნიგერიელი ფორვარდის ქცევა და ჟესტი, რომლითაც მან კვარაცხელია პენალტის გაცუდების მომენტში და შეხვედრის შემდეგ გაამხნევა - ეს ყველაფერი მას გუნდის ლიდერად აქცევს.

„ტრავმამ მისი წმინდა ცეცხლი ვერ ჩააქრო. ოსი ისევ აქ არის. და ის ფაქტი, რომ სამშაბათს მან განადგურებული და ნუგეშის გარეშე დარჩენილი ტყუპისცალი კვარა გაამხნევა, თავი მაღლა ააწევინა. ამით მან ძალიან ნათელი რამ დაადასტურა - ოსიმენი ლიდერია.

გუნდის მეომარი სული - ოსიმენის ამ ჟესტში ახალი არაფერია. მიმდინარე სეზონში მან მისი ქართველი ტყუპისცალი არაერთხელ გაამხნევა, როდესაც კვარას უჭირდა.

მზრუნველობა, ყურადღების გამოჩენა, რომელსაც ნიგერიელი ბომბდამშენი თავისი ნიჭიერი თანაგუნდელის მიმართ იჩენს სამაგალითოა. ხვიჩა ძალიან ახალგაზრდაა და მიუჩვეველია ასეთ ეტაპებს, მაგრამ უმაღლესი დონის ფეხბურთელია“.

- წერს იტალიური გამოცემა.

ოსიმენისა და კვარას ურთიერთობა მთელს სერია A-ში მართლაც სამაგალითოა. მათი ურთიერთგაგება მოედანზე და მის მიღმაც ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა: “ამბიციური ვარ და ჩემი ოცნების ყოველთვის მჯეროდა“
ხვიჩა: “ამბიციური ვარ და ჩემი ოცნების ყოველთვის მჯეროდა“