ჯერვონტა დევისი, რაიან გარსია
Aa
Aa

ნოკაუტი ღვიძლში დარტყმით - დევისმა გარსია მე-7 რაუნდში დაამარცხა

ლას-ვეგასში კრივის საღამო გაიმართა. მთავარი ბრძოლა WBA მსუბუქი წონის ჩემპიონ ჯერვონტა დევისსა და რაიან გარსიას შორის შედგა, რომელიც მეშვიდე რაუნდში დევისის გამარჯვებით დასრულდა.

ბრძოლა სანახაობრივი გამოდგა და მე-7 რაუნდში ჯერვონტა დევისის ნოკაუტით დასრულდა. მან გარსიას ღვიძლში დაარტყა და ნოკაუტში ჩააგდო. არბიტრმა ბრძოლა შეწყვიტა.

ამ გამარჯვების შემდეგ, დევისს ბალანსი 29:0-ზე აქვს, აქედან 26-ჯერ ნოკაუტით მოიგო. გარსიას კი 23:1-ზე (19 ნოკაუტით) აქვს. მან კარიერაში პირველი მარცხი იწვნია.

აღსანიშნავია, რომ გარსია ამ ბრძოლას სარეკორდო მაჩვენებლით ხვდებოდა და ბევრი ფავორიტად მას თვლიდა.

ჯერვონტა დევისი კი კვლავ დაუმარცხებელ მებრძოლად რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქონებრივი დეკლარაცია - ფლოიდ მეივეზერი
ქონებრივი დეკლარაცია - ფლოიდ მეივეზერი