მეცი, გიორგი მიქაუტაძე, რობერტ მალმი
Aa
Aa

„მომენტებს თვითონ ქმნის“ - beIN Sports-ის წამყვანი მიქაუტაძეს აქებს

„ლანსისა“ და „ტულუზას“ ყოფილი შემტევი რობერტ მალმი, რომელიც ამჟამად beIN Sports-ის წამყვანია, საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფორვარდებზე, გიორგი მიქაუტაძესა და ჟან-ფილიპე კრასოზე Republicain Lorrain-თან ინტერვიუში საუბრობს. ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავას მიქაუტაძე 19 გოლით ლიდერობს, მეორე პოზიციას კრასო 16 გოლით იკავებს. აქედან გამომდინარე, „სენტ. ეტიენი“ - „მეცის“ მატჩის დაწყებამდე მიქაუტაძისა და კრასოს დუელის მიმართ დიდი ინტერესი იყო.

რობერტ მალმი: „ჩვენ ვნახეთ მიქაუტაძის თამაში, სადაც გამოჩნდა, რომ მომენტების ინდივიდუალურად შექმნის უნარი აქვს, მომენტების შექმნა თავად შეუძლია. ასევე, მის თვისებებში მეტოქის ჩამოშორება და მცირე სივრცეებში აჩქარება შედის. მისი მოქმედებები ზუსტია, მის თამაშს სიზუსტე ახასიათებს“.

რობერტ მალმი „სენტ. ეტიენი“ - „მეცის“ მატჩის დაწყებამდე ასევე აღნიშნავდა: „თუ კრასო და მიქაუტაძე ეფექტურები იქნებიან, ჩვენ მათი შესრულებით ბევრ გოლს ვიხილავთ. ბიჭებს ამის უნარი აქვთ“.

კრასომ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, გოლი არ გაუტანია. რაც შეეხება მიქაუტაძეს, მან „სენტ- ეტიენს“ დუბლი შეუსრულა და ბომბარდირთა დავაში კრასოს 3 გოლით გაუსწრო.

ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონის ლიგა 2-ში 31 მატჩში 19 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. პლუს, საფრანგეთის თასის სამ შეხვედრაში 1 გოლი და 1 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. ასე რომ, ორივე ტურნირის გათვალისწინებით ამ სეზონში მის ანგარიშზე 20 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორე დუბლი - მიქაუტაძის ბრწყინვალე პერფორმანსი სენტ. ეტიენთან
ზედიზედ მეორე დუბლი - მიქაუტაძის ბრწყინვალე პერფორმანსი სენტ. ეტიენთან