ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა: “ამბიციური ვარ და ჩემი ოცნების ყოველთვის მჯეროდა“

მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ სრულიად საფეხბურთო სამყაროს თავი შეაყვარა. ქართველი ფეხბურთელი გამუდმებით ყურადღების ცენტრშია.

დღეს, იტალიური გამოცემა CalcioNapoli „ჯვაროსნების“ შემტევის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც მან Uefa-ს მისცა.

ხვიჩა:

„ნეაპოლში მარადონა მეფეა. თავიდან დაუჯერებლად ჩანდა ჩემი სახელის მის გვერდით ხსენება. მეგონა სიზმარში ვცხოვრობდი. აქ მარადონას კულტი არსებობს და მასთან შედარებას ნელ-ნელა ვეჩვევი. როდესაც უკან ვიხედები, ძნელი წარმოსადგენია გახდე პროფესიონალი ფეხბურთელი ისეთი პატარა ქვეყნიდან, საიდანაც მე ვარ. ეს დიდი გამოწვევაა. მიუხედავად ამისა, მე ამბიციური ვარ და ჩემი ოცნების ყოველთვის მჯეროდა. ამან კი ჩემს კარიერაში დიდი როლი ითამაშა.

ბათუმის „დინამო“ ? იქ გატარებულმა ორმა თვემ დამიბრუნა ის ენერგია და სურვილი, რომელიც მეგონა, რომ დავკარგე. სტადიონები ივსებოდა, გულშემატკივრები ჩვენს გასამხნევებლად დადიოდნენ და საოცარ გარემოს ქმნიდნენ.

ნეაპოლი? ეს ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობს. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში ვთამაშობ და ამისთვის მადლობელი ვარ. აქ ძალიან დიდი განსხვავებაა ტემპსა და სისწრაფეში. აქ არიან ფეხბურთელები, რომლებიც ტექნიკურად უაღრესად ნიჭიერები არიან. ვფიქრობ, ადაპტაცია სწრაფად გავიარე და ყველაფერს სწრაფად მივეჩვიე. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ხანდახან დიდ ზეწოლას ვგრძნობ, მაგრამ ამას ვუმკლავდები. როდესაც მოედანზე გავდივარ, თერთმეტი თერთმეტზე ვთამაშობ და ყველანაირი წნეხი ქრება. ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს! ფეხბურთს ვთამაშობ.“

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ გასული წლის ზაფხულში შეუერთდა. 2022 წლიდან დღემდე, ქართველმა ფეხბურთელმა „პარტენოპეის“ შემადგენლობაში 35-ჯერ ითამაშა და 14 გოლი გაიტანა. მისი გუნდი კი სერია ა-ს 75 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რასპადორი: მილანის შემდეგ, კვარა ვეღარ ითმენს თამაში ისე უნდა
რასპადორი: მილანის შემდეგ, კვარა ვეღარ ითმენს თამაში ისე უნდა