ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

დე ლაურენტისი ჯუღელს შეხვდა - ხვიჩა 2027 წლამდე ნეაპოლში?

ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე ევროპული პრესა ხშირად წერს და რაც უფრო ახლოვდება სატრანსფერო ფანჯარა, მით უფრო იმატებს ტემპერატურა.

„ნაპოლის“ გეგმებში კვარას შენარჩუნება და მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება შედის. ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს ნეაპოლელთა პრეზიდენტი დე ლაურენტისი ხვიჩას აგენტს მამუკა ჯუღელს შეხვდა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩამ შესაძლოა კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივოს. მისი აგენტისა და ნეაპოლელთა სპორტული დირექტორის ჯუნტოლის ურთიერთობა სულ უფრო კარგი ხდება, წერს იტალიური გამოცემა.

კონტრაქტის გახანგრძლივება 2027 წლის 30 ივნისამდე იგეგმება და ხვიჩას ამჟამინდელი ანაზღაურება 1,2 მილიონი 2,4 მილიონამდე გაიზრდება. თუ, შეთანხმება შედგა, „ნაპოლი“ კვარაცხელიას მინიმუმ 1 სეზონით მაინც შეინარჩუნებს.

წყაროს ცნობით, დე ლაურენტისსა და ჯუღელს შორის შეხვედრა „მილანთან“ საპასუხო მატჩამდე შედგა. იტალიური გამოცემა აღნიშნავს, რომ არცერთი მხარე არ ჩქარობს და არც რაიმეზე წუხს. სეზონის ბოლოს გადამწყვეტი შეხვედრა შედგება.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის კვარას მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს „ლივერპული“ იჩენს. თუ, ბრიტანულ მედიას ვენდობით, „მერსისაიდელები“ 130 მილიონის გადახდას გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსაჯები? რატომ წააგო ნაპოლიმ? | პეპის ჯოკერი ბაიერნთან!
მსაჯები? რატომ წააგო ნაპოლიმ? | პეპის ჯოკერი ბაიერნთან!