ლევან ჩოხელი
Aa
Aa

მაგრად სცემა - ჩოხელმა ბელატორში მე-3 გამარჯვება მოიპოვა

MMA-ს ქართველმა მებრძოლმა ლევან ჩოხელმა ბელატორში მე-5 ბრძოლა გამართა და ამერიკელი მეტოქე მიქაელ ლომბარდო დაამარცხა.

ლომბარდოს ამ ბრძოლამდე კარიერაში 16 დაპირისპირებიდან 13 მოგება და 3 მარცხი ჰქონდა.

ჰავაიზე გამართულ ბრძოლაში ჩოხელმა მეტოქე სამივე რაუნდში დაჯაბნა. მსაჯების გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო - 29-28, 30-27, 30-27 ჩოხელის სასარგებლოდ.

რაც შეეხება ბრძოლის სცენარს, ლევან ჩოხელმა თავისი პლუსები კარგად გამოიყენა. მან მეტოქის პარტერში გადაყვანა 5-ჯერ შეძლო. ჯამში კი ლომბარდოს 74-ჯერ დაარტყა.

ჩოხელს ბელატორში ჯამში 5 ბრძოლა აქვს ჩატარებული, რომელთაგან 3 მოიგო და 2-ჯერ დამარცხდა. კარიერაში კი 14 ორთაბრძოლიდან 12 მოგება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მილანთან კვარას მარჯვენა ფლანგზე გადავიყვანდი“ - იტალიის ნაკრების ექს-თავკაცი
„მილანთან კვარას მარჯვენა ფლანგზე გადავიყვანდი“ - იტალიის ნაკრების ექს-თავკაცი