„აი, ასე უნდა შევაჩეროთ კვარა“ - იუვენტუსის ფეხბურთელი
„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა, მატია დე შილიომ „ნაპოლისთან“ გასამართ მატჩზე ისაუბრა, რომელიც კვირას, თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება. დე შილიომ ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა ყურადღება და დაასახელა გზები, რომელთა დახმარებითაც, „კვარას“ შეჩერებაა შესაძლებელი.
„ვფიქრობ, კვარაცხელიას შესაჩერებლად საჭიროა, რაც შეიძლება, მცირე სივრცე დავუტოვოთ. აშკარაა, რომ გადამწყვეტი ხდება, როცა მის წინ თავისუფალი ან დარტყმებისთვის და ცრუმოძრაობებისთვის საჭირო სივრცე ჩნდება. მჯერა, მისი შეზღუდვა კარგად გამოგვივა და სავარაუდოდ, ორმაგ დაცვასაც გამოვიყენებთ, რათა სივრცე შევუმციროთ.
პირველ წრეში, ნაპოლისთან განცდილი მარცხი ძალიან მძიმე იყო და ჩვენს სიამაყეზე იმოქმედა. უმნიშვნელოვანესი სამი ქულის გარდა, სწორედ სიამაყის გამო უნდა გავიმარჯვოთ და გველის შეხვედრა, რომელშიც შურისძიების საშუალება გვექნება“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, „იუვენტუსს“ ქულები დაუბრუნეს და „ბებერმა ქალბატონმა“ მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა. „ბიანკონერის“ ანგარიშზე 59 ქულაა და მასიმილიანო ალეგრის გუნდი ლიდერ „ნაპოლის“ 16 ქულით ჩამორჩება.