ლიდერებმა ქულები დაკარგეს | საბურთალოს ლამაზი გოლები
Aa
Aa

ლიდერებმა ქულები დაკარგეს | საბურთალოს ლამაზი გოლები

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-9 ტური საინტერესო მატჩით გაიხსნა და სამტრედიაში, „ტორპედოსა“ და „დინამო ბათუმის“ დაპირისპირება ვიხილეთ. აჭარლებმა მიმდინარე სეზონში გოლი პირველად ვერ გაიტანეს და „ტორპედოსთან“ ფრეს დასჯერდნენ - 0:0.

გია გეგუჩაძის გუნდის წარუმატებლობით ვერ ისარგებლა „დინამო თბილისმა“. გიორგი ჭიაბრიშვილის ბიჭები თბილისურ დერბიში „საბურთალოს“ დაუპირისპირდნენ და 1:3 დამარცხდნენ. მატჩში ანგარიში „დინამომ“ გახსნა და 22-ე წუთზე, ზორან მარუშიჩის გოლით დაწინაურდა. პირველ ტაიმში, გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ნახევარში, ორი ლამაზი ბურთი ვიხილეთ. 55-ე წუთზე, იური ტაბატაძემ ლუკა კუტალაძის კარი ბრწყინვალე დარტყმით აიღო. 68-ე წუთზე, ნომინალური მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ და შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ჯიმი ტაბიძე გააძევა, 70-ე წუთზე კი, „საბურთალომ“ საჯარიმო დარტყმა გაითამაშა და გიზი მამაგეიშვილის გოლით წინ გაიჭრა. მატჩის საბოლოო ანგარიში შეიკნე სილამ, 92-ე წუთზე დააფიქსირა.

დღეს, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „თელავი“ „დილას“ დაუპირისპირდა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე გატანილი გოლით, კახელები ქულას გამორჩნენ - 2:2. გეტყვით იმასაც, რომ 9 ტურის შემდეგ, „დინამო ბათუმს“ 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. „დინამო თბილისი“ 20 ქულით მეორეა, „ტორპედო“ კი 16 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოპ მეკარისთვის საჭირო თვისებები აქვს | რას წერს GOAL-ი მამარდაშვილზე
ტოპ მეკარისთვის საჭირო თვისებები აქვს | რას წერს GOAL-ი მამარდაშვილზე