ირმა ხეცურიანის წარმატება | მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა
ქართველმა ეტლით მოფარიკავემ, ირმა ხეცურიანმა მორიგ წარმატებას მიაღწია. საფრანგეთში მსოფლიოს თასის გათამაშება მიმდინარეობს და ხეცურიანმა ტურნირი ტრიუმფით დაასრულა. ირმამ ბრწყინვალედ იასპარეზა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ხეცურიანმა ნახევარფინალში ჩინელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და 15:2 იმარჯვა. ფინალში, იგი ტაილანდელ საისუნ იანას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მოიგო. ერთ მომენტში, ანგარიში თანაბარი, 8:8 იყო, თუმცა დასკვნით ეპიზოდებში ირმამ უკეთ იასპარეზა და 15:12 მოიგო.
ცნობისთვის, საფრანგეთის მსოფლიო თასზე მონაწილეობას ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილიც იღებენ.