მაურისიო პოჩეტინო, იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

ჩელსის საბოლოო სიაში 4 კანდიდატი დარჩა | ვინ ჩაიბარებს ლურჯებს?

ლონდონის „ჩელსი“ ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს. Telegraph-ის ინფორმაციით, „არისტოკრატების“ საბოლოო სიაში 4 სპეციალისტია დარჩენილი და „ლურჯები“ საბოლოო არჩევანს მათთან ჩანიშნული შეხვედრების შემდეგ გააკეთებენ.

ბრიტანელი ჟურნალისტის, მეტ ლოუს ცნობით, „ჩელსი“ იულიან ნაგელსმანის, მაურისიო პოჩეტინოს, ვინსენ კომპანისა და კიდევ ერთი მწვრთნელის კანდიდატურაზე ფიქრობს, ვისი ვინაობაც ცნობილი არაა. კლუბის ხელმძღვანელობა ოთხივე მათგანს დიდ პატივს სცემს და გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

იმავე ლოუს ცნობით, „ჩელსიმ“ პოჩეტინოსთან მოლაპარაკებები გამართა და შეხვედრა პოზიტიურად წარიმართა. არგენტინელი სპეციალისტი „არისტოკრატების“ ჩაბარებით დაინტერესებულია, მაგრამ „სტემფორდ ბრიჯის“ ბინადრების მთავარი სამიზნე იულიან ნაგელსმანია.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 31 ტურის შემდეგ, „ჩელსის“ 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციას იკავებს. მიმდინარე სეზონის ბოლომდე, „ლურჯებს“ ფრენკ ლამპარდი გაწვრთნის და ინგლისელმა სპეციალისტმა „სტემფორდ ბრიჯზე“ მუშაობა საშინლად დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გივი მაჭარაშვილი: „ევროპის ჩემპიონობაში დარწმუნებული ვიყავი“
გივი მაჭარაშვილი: „ევროპის ჩემპიონობაში დარწმუნებული ვიყავი“