ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

დაბრუნება 1-წლიანი პაუზის შემდეგ | ალექსანდრე თოფურია 20 მაისს იჩხუბებს

UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას ძმა, ალექსანდრე თოფურია ოქტაგონზე დიდხნიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. ალექსანდრემ ბოლოს 2022 წლის 12 მარტს იჩხუბა, ალბერტო იბანიესი პირველ რაუნდში დააფინიშა და მის მომდევნო ბრძოლას 20 მაისს ვიხილავთ.

ალექსანდრე ორგანიზაცია The Way of Warrior FC-ის ერთ-ერთ ღონისძიებაზე იჩხუბებს და მისი მეტოქე ფრანგი მებრძოლი, იოჰან სეგასი იქნება. ამ უკანასკნელს კარიერაში 4 ბრძოლა გაუმართავს და მის ანგარიშზე 3 მოგება და 1 წაგებაა. ბოლოს მან 2020 წელს იჩხუბა.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ 5 ბრძოლიდან გამარჯვება 4-ში მოიპოვა და ერთადერთი მარცხი ივო ივანოვის წინააღმდეგ იწვნია. ალექსანდრეს მიზანი UFC-ში მოხვედრაა და ABC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ესაა განსხვავება ჩემპიონსა და შესანიშნავ ფეხბურთელს შორის“ - ჟურნალისტი კვარა-ლეაუზე
„ესაა განსხვავება ჩემპიონსა და შესანიშნავ ფეხბურთელს შორის“ - ჟურნალისტი კვარა-ლეაუზე