მოსკოვის ცსკა, დანიელ კარვალიუ
Aa
Aa

„გუნდში ყველა სვამდა თარჯიმნის გარდა“ - კარვალიუ მოსკოვის ცსკა-ზე

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დანიელ კარვალიუმ რუსულ Sport 24-სთან ინტერვიუში მოსკოვის ცსკა-ში გატარებული წლები გაიხსენა. კარვალიუს თქმით, ცსკა-ში ყველა ფეხბურთელი და ყველა თანამშრომელი სვამდა, ერთადერთი გამონაკლისი გუნდის თარჯიმანი იყო. კარვალიუს კომენტარიდან გამომდინარე, ნათელია, თუ როგორი გარემოა რუსულ კლუბებში, სადაც ფეხბურთელები ალკოჰოლის რეგულარული მომხმარებლები არიან.

ჟურნალისტის კითხვა: „როცა ყოფილ თანაგუნდელებს ესაუბრები, ალკოჰოლი ყოველთვის განსახილველი თემაა. დაასახელე ერთი პიროვნება ცსკა-დან, რომელიც არ სვამდა“.

დანიელ კარვალიუ: „შესაძლოა, ასეთი მხოლოდ ჩვენი თარჯიმანი მაქსიმ გოლოვლევი იყო, მხოლოდ ის არ სვამდა. ზოგადად, გუნდი, როცა არ სვამდა, ვერ იმარჯვებდა“.

შემტევი სტილის ნახევარმცველმა დანიელ კარვალიუმ, რომელიც 2003 წელს ბრაზილიის 20-წლამდე ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, „სელესაოში“ 3 მატჩი ჩაატარა. კარიერის დიდი ნაწილი ცსკა-ში გაატარა, რუსულ კლუბში 2003-10 წლებში თამაშობდა. 2004-05 წლების სეზონში UEFA-ს თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარიო რუისთვის სეზონი დასრულდა - მას ოლივეირა შეცვლის
მარიო რუისთვის სეზონი დასრულდა - მას ოლივეირა შეცვლის