გივი მაჭარაშვილი: „ევროპის ჩემპიონობაში დარწმუნებული ვიყავი“
თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა, მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ და ევროპის ჩემპიონმა გივი მაჭარაშვილმა აეროპორტში კომენტარები გააკეთეს. მათ კომენტარებს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ზაგრებში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გივი მაჭარაშვილმა (97 კგ.) ოქროს მედალი მოიპოვა, გენო პეტრიაშვილის აქტივში ვერცხლის მედალია. ბრინჯაოს მედლები ედემი ბოლქვაძემ (65 კგ.), შოთა ფარტენაძემ (61 კგ.), ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ.) და მირიან მაისურაძემ (92 კგ.) მოიპოვეს.