კვერნაძე სერია ა-ში? - ანჯელოცი აქტიურად აკვირდება
იტალიური მედიის ინფორმაციით, „ფროზინონეს“ სპორტული დირექტორი გვიდო ანჯელოცი გიორგი კვერნაძეს აქტიურად აკვირდება. იტალიურ კლუბს, რომელიც სერია ა-ში აღზევებასთან ახლოსაა, ბათუმის „დინამოს“ შემტევის მიმართ დიდი ინტერესი აქვს. იტალიური Footballnews24-ის ინფორმაციით, „ფროზინონე“ კვერნაძის დამატებას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გეგმავს, როცა კლუბს სერი ა-სთვის გაძლიერება დასჭირდება.
20 წლის მარცხენა გარემარბი, რომელსაც იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას ადარებენ, „საბურთალოს“ საკუთრებაა და ბათუმის „დინამოში“ იჯარით თამაშობს. ამ სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ხუთ შეხვედრაში 1 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, საქართველოს თასის ორ მატჩში გოლითა და საგოლე პასით დაეხმარა გუნდს.
სერია ბ-ს 67 ქულით „ფროზინონე“ ლიდერობს, მეორეადგილოსან „ჯენოას“ 4 ქულით უსწრებს. პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები სერი ა-ში პირდაპირ აღზევდებიან.
„ფროზინონეს“ მთავარი მწვრთნელი ფაბიო გროსოა, რომელსაც მილანის „ინტერსა“ და „იუვენტუსში“ უთამაშია, 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.