ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

ღია და კონსტრუქციული დიალოგი - Gazzetta ხვიჩას ახალ კონტრაქტზე

იტალიური Gazzetta „ნაპოლის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტის საკითხსაც მოიცავს. გამოცემის მიხედვით, ფეხბურთელი ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან მიმართებაში ღიაა და მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი მიმდინარეობს.

Gazzetta: „დე ლაურენტისი გაბრაზდა, როცა მას ხვიჩასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ჰკითხეს. სინამდვილეში, „ნაპოლის“ მასთან ოთხწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ ხელშეკრულება დაბალ თანხებს მოიცავს. ლოგიკურია, რომ სატრანსფერო ბაზარზე ქართველთან მიმართებაში დიდი გუნდების სახელებმა გაიჟღერეს. ისინი ეცდებიან, რომ კვარა თავიანთ მხარეს მიაბრუნონ.

კვარა მშვიდი ბიჭია, რომელიც კლუბსა და ნეაპოლს კარგად მოერგო. ლოგიკურია, რომ  ღია და კონსტრუქციული დიალოგია მის აგენტ მამუკა ჯუღელთან. ახალი შეთანხმებებთან დაკავშირებით სიჩქარე არაა, მაგრამ როცა ეს მოხდება და მასთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაფორმდება, ეს ხელს შეუწყობს სხვა ფეხბურთელების დამატებასა და კონკურენტუნარიანობას“.

22 წლის ქართველ ტალანტსა და „ნაპოლის“ შორის ხუთწლიანი კონტრაქტია გაფორმებული, რომელიც ძალაში გასული წლის ივლისში შევიდა, ერთი სეზონი თითქმის გავიდა. ფეხბურთელის ბრწყინვალე ასპარეზობიდან გამომდინარე, ახალი კონტრაქტის მიხედვით ფინანსური პირობები მკვეთრად გაუმჯობესდება, რაც „ნაპოლის“ მხრიდან ქართველი გარემარბის შენარჩუნების მიზნითაა განპირობებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თვითრწმენა მნიშვნელოვანია“ - შესაძლოა ბუდუმ ისევ ძირითადში დაიწყოს
„თვითრწმენა მნიშვნელოვანია“ - შესაძლოა ბუდუმ ისევ ძირითადში დაიწყოს