ბრაიდა: „იტალიურმა გუნდებმა თავი ასწიეს, სერია ა იღიმის“
„კრემონეზეს“ აღმასრულებელმა დირექტორმა არიედო ბრაიდამ, რომელიც აღნიშნულ პოსტზე „მილანში“ 1986-2002 წლებში მუშაობდა, TMW-სთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა, მისი თქმით „მილანმა“ „ნაპოლის“ აჯობა და შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურა.
„საერთო ჯამში, „მილანმა“ შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურა, მაშინაც კი როცა ბრწყინვალე „ნაპოლის“ შეხვდა, ნეაპოლური კლუბი საუკეთესო ფორმაში არაა. იტალიურმა გუნდებმა თავი ასწიეს. სერია ა იღიმის, იტალიის ეროვნული ნაკრები ნაკლებად, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდებში მეტწილად უცხოელი ფეხბურთელები თამაშობენ. მანჩინის სირთულეები აქვს.
„მილანის“ თამაში მომეწონა. ზოგადად, არ უნდა გეშინოდეს, როცა ევროპულ კლუბებს ეთამაშები. მომავალს თავდაჯერებით უნდა უყურო“.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე „მილანმა“ ორმატჩიან დაპირისპირებაში „ნაპოლი“ 2:1 დაამარცხა. ნახევარფინალში მილანური დერბი შედგება, ფეხბურთის ქომაგები „მილანისა“ და „ინტერის“ ორ შეხვედრას იხილავენ.