ხვიჩა კვარაცხელია, რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

„ესაა განსხვავება ჩემპიონსა და შესანიშნავ ფეხბურთელს შორის“ - ჟურნალისტი კვარა-ლეაუზე

ჯიჯი გარანცინი ცნობილი იტალიელი ჟურნალისტია, რომელსაც სხვადასხვა დროს, Corriere della Sera-ში, La Repubblica-ში და La Stampa-ში უმუშავია. სწორედ La Stampa-სთან საუბრისას, გარანცინიმ „მილანისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელია და რაფაელ ლეაუ ერთმანეთს შეადარა.

„აი, ესაა განსხვავება შესანიშნავ ფეხბურთელსა და ჩემპიონს შორის. ქართველი მთელი მატჩის განმავლობაში, ყველანაირად ცდილობდა და მსოფლიოს საუკეთესო მეკარის წინააღმდეგ პენალტის დარტყმის უფლებაც მიიღო, მაგრამ შეხვედრის ბედი პორტუგალიელი ფეხბურთელის რამდენიმე გაელვებამ გადაწყვიტა. ლეაუ, ისე როგორც მთელი მილანი, დაცვაშიც კარგად თამაშობდა. როსონერის ფეხბურთელები მეტოქეების და განსაკუთრებით, კვარას წინააღმდეგ ორმაგ და სამმაგ დაცვას არ ერიდებოდნენ“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა" და „მილანის" განმეორებითი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში, „როსონერიმ“ 2:1 იმარჯვა. „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრა 23 აპრილს ელის და კიდევ ერთი რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ლუჩანო სპალეტის გუნდი სტუმრად „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება, რომელსაც ჩამოკლებული ქულები დაუბრუნეს და 59 ქულით მე-3 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი შეტევის გაძლიერებას აპირებს | 21 წლის არგენტინელს აკვირდებიან
ნაპოლი შეტევის გაძლიერებას აპირებს | 21 წლის არგენტინელს აკვირდებიან