ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„ნაკრებიდან ძალიან დაღლილი დაბრუნდა“ - ბორდოს თავკაცი ზურიკოზე

„ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დავიდ გუიონმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. გუიონმა ზურიკო დავითაშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ, იგი გუნდში ძალიან დაღლილი დაბრუნდა.

„როტაცია? ნახევარდაცვაში როტაციას მივმართეთ და იგნატენკო დავაყენეთ. ასევე, გვყავს ზუკა, რომელიც ფორმიდან ცოტათი ამოვარდნილია. მას სანაკრებო პაუზა ჰქონდა და გუნდში ძალიან დაღლილი დაბრუნდა. სავარჯიშო სესიები გაიარა და ნელ-ნელა დატვირთვები გაზარდა“.

შეგახსენებთ, რომ „ბორდო“ საფრანგეთის ლიგა 1-ის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის და ლიგა 2-ის მე-2 პოზიციას იკავებს. ჟირონდელების უშუალო მდევარი გიორგი მიქაუტაძის „მეცია“, რომელიც „ბორდოს“ ერთი ქულით ჩამორჩება. ზურიკოს გუნდი მომდევნო შეხვედრას 24 აპრილს გამართავს და „გრენობლს" უმასპინძლებს.

ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში, ქართველ ფეხბურთელს 23 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 2 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა. სანაკრებო პაუზის შემდეგ, „ბორდომ“ 3 შეხვედრა გამართა და ზურიკოს ძირითად შემადგენლობაში არც ერთხელ დაუწყია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუვენტუსს 15 ქულა დაუბრუნეს | თუმცა ეს დროებითია
იუვენტუსს 15 ქულა დაუბრუნეს | თუმცა ეს დროებითია