ნაპოლი შეტევის გაძლიერებას აპირებს | 21 წლის არგენტინელს აკვირდებიან
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს და არგენტინელი ფეხბურთელის, ტიაგო ალმადას გადაბირებით ინტერესდება. 21 წლის ალმადა MLS-ში, „ატლანტა იუნაიტედში“ თამაშობს და ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდად ითვლება.
იტალიელი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ალმადას აგენტებმა ტრანსფერი რამდენიმე ევროპულ კლუბს შესთავაზეს და ყველაზე დიდი ინტერესი „ნაპოლის“ აქვს. მხარეებს შორის კონტაქტიც შედგა, მაგრამ მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა და „ატლანტას“ მის სანაცვლოდ 20-25 მილიონი ევრო სურს.
????Napoli y otros clubes han puesto sus ???? en Thiago Almada, pero ninguno tiene una negociación avanzada.
— César Luis Merlo (@CLMerlo) April 20, 2023
*️⃣Atlanta United pretende para desprenderse de él una cifra cercana a los u$s 40.000.000. pic.twitter.com/GZaWMtXCrf
„პარტენოპეი“ ერთადერთი არაა, ვინც არგენტინელის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აკვირდება. ალმადას შეძენაზე „მარსელიც“ ფიქრობს, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არც ერთ კლუბს გადაუდგამს.
ალმადა ამპლუით შემტევი ნახევარმცველია, მაგრამ გარემარბის პოზიციაზეც შეუძლია თამაში და ნაწილობრივ, „კვარას“ კონკურენტად შეგვიძლია ჩავთვალოთ. მიმდინარე სეზონში, მან MLS-ში 6 შეხვედრა გამართა და 4 გოლი გაიტანა. მას კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.