ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

„ხვიჩას პენალტი არ უნდა დაერტყა, ძალიან დაღლილი იყო“ - იური სიომინი

18 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „მილანს“ უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა. სამწუხაროდ, ლუჩანო სპალეტის გუნდი ორი მატჩის ჯამში 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

82 წუთზე, როდესაც ანგარიში „მილანის“ სასარგებლოდ 0:1 იყო, „როსონერის“ კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა, თუმცა ქართველ შემტევს მაიკ მენიომ აჯობა და ხვიჩას დარტყმული კუთხურზე მოიგერია. შეხვედრის მიწურულს, ვიქტორ ოსიმენმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა ორი მატჩის ჯამში „ნაპოლი“ მაინც დამარცხდა და მომდევნო ეტაპზე გასვლა ვერ შეძლო.

ხვიჩა კვარაცხელიას თამაში მოსკოვის „ლოკომოტივში“ მისმა ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა შეაფასა.

რა თქვა სიომინმა:

ხვიჩა კვარაცხელიამ ძალიან კარგად ითამაშა. პენალტი მას არ უნდა დაერტყა, რადგან იმ მომენტისთვის ძალიან გადაღლილი იყო. მას არ აქვს ზედმეტი მწუხარების საფუძველი. როგორც ჩანს, მწვრთნელმაც გადაწყვიტა, რომ მას უნდა დაერტყა, რადგან ბურთთან არავინ მივიდა. ვფიქრობ, სხვას უნდა დაერტყაა... ყველაფრის მიუხედავად, ეს შედეგი ნაპოლისთვის საკმაოდ კარგია, რადგან ისინი ისტორიის განმავლობაში პირველად თამაშობდნენ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 9 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზელინსკი: „კვარას დარტყმა უნდოდა და ბიჭებმა პენალტი მას მიანდეს“
ზელინსკი: „კვარას დარტყმა უნდოდა და ბიჭებმა პენალტი მას მიანდეს“