ლებრონის ორმაგი დუბლი და მარცხი - მემფისმა ანგარიში გაათანაბრა
NBA-ში პლეი-ოფის სერიის მომდევნო შეხვედრები გაიმართა. დღის პირველ სათამაშო მატჩში, „მემფის გრიზლიმ“ საკუთარ მოედანზე „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ უმასპინძლა და 10 ქულის სხვაობით, 103:93 გაიმარჯვა. შედეგად, მასპინძლებმა სერიაში ანგარიში გაათანაბრეს - 1:1.
ლებრონ ჯეიმსის კარგი თამაშისა და ორმაგი დუბლის მიუხედავად, „ლეიკერსმა“ შეხვედრის მოგება მაინც ვერ შეძლო. ლებრონის ანგარიშზე მოედანზე გატარებულ 28:52 წუთში 28 ქულა, 12 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი იყო. კარგი მატჩი ჰქონდა რუი ჰაჩიმურასაც, რომელმაც 20 ქულას, 5 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემას და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.
მასპინძლებიდან კი ორმაგი დუბლით ხავიერ ტილმანი გამოირჩა, რომელმაც 22 ქულა, 13 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააფიქსირა. ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა ჯეირენ ჯექსონს, რომლის ანგარიშზეც 18 ქულა, 9 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 3 ბლოკი იყო.
გუნდებს შორის, სერიის მესამე მატჩი 23 აპრილს, ლოს ანჯელესში გაიმართება.