ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი ფინალში ტაჰა აკგულთან დამარცხდა
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლისთვის გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ნაცნობ მეტოქეს თურქ ტაჰა აკგულს დაუპირისპირდა და 4:9 დამარცხდა.
აკგულმა ორთაბრძოლა აშკარად უკეთესად ჩაატარა და დამსახურებულადაც მოიგო. თურქი 9:0-ს იგებდა და ოქროს მედლის მფლობელი პრაქტიკულად ნაადრევად იყო გადაწყვეტილი. გენომ ბოლო წუთებზე მხოლოდ 4 ქულის მოპოვება მოახერხა.
დღეს კი ქართული დელეგაციის ანგარიშზე 3 ბრინჯაოს მედალი დაემატა - შოთა ფარტენაძემ 61 კგ, ავთანდილ კენჭაძემ 74 კგ და მირიან მაისურაძემ 92 კგ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ქართულ დელეგაციას ოქროს მედალი 97 კგ კატეგორიაში გივი მაჭარაშვილმა მოუტანა.