ევროპის ჩემპიონატი: ფარტენაძემ, კენჭაძემ და მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს სამმა ქართველმა მედლების მოპოვება შეძლო. შოთა ფარტენაძემ 61 კგ, ავთანდილ კენჭაძემ 74 კგ და მირიან მაისურაძემ 92 კგ - ბრინჯაოს მედლები აიღეს.
ფარტენაძემ მედლისთვის ბრძოლაში უკრაინელი ტარას მარკოვიჩი 6:5 დაამარცხა. კენჭაძემ სომეხ ალიხანიანს უშანსოდ 8:0 მოუგო. მაისურაძემ კი უკრაინის წარმომადგენელ ილია არჩაიას 7:2 სძლია.
როგორც მოგეხსენებათ, დღეს ოქროს მედლისთვის გენო პეტრიაშვილი (125 კგ) იბრძოლებს. გენოს ნაცნობი მეტოქე ჰყავს - თურქი ტაჰა აკგული.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას პირველი ოქროს მედალი 97 კგ კატეგორიაში გივი მაჭარაშვილმა მოუტანა.