ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარას ხასიათი და პიროვნება აქვს... ასეთ მომენტებში შენ იზრდები...“

ერთ-ერთი უძველესი ნეაპოლური გამოცემა calcionapoli1926 „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩს ეხმაურება. იტალიური ვებ გვერდი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც ქართველ ფეხბურთელს ამ რთულ მომენტში მხარდაჭერას უცხადებს.

რას წერს calcionapoli1926:

„ნეაპოლელთა 77-ე ნომერს ბრალად გადამწყვეტი შეცდომის დაშვება ედება, მაგრამ ბიჭი ახლა მხარდაჭერას იმსახურებს, რადგან, თუ ნაპოლი ოცნებაში ცხოვრობდა და ცხოვრობს, ეს ასევე კვარას ნიჭის დამსახურებაა.

ამ მატჩის შემდეგ იმედგაცრუება, სინანული და ბრაზი იგრძნობა, მაგრამ ასევე სიამაყე იმით, რაც გუნდმა  ამ მატჩებში გააკეთა. ნაპოლიმ გამოუცდელობის გამო შესცოდა, მაგრამ 180 წუთში მათ ყველაფერი გაიღეს, რაც შეეძლოთ, იმ დროს, როცა თავი დაღლილობამ იჩინა.

ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვნახეთ, რომ ფეხბურთის ისტორიაში უდიდესმა მოთამაშეებმაც გააცუდეს პენალტი - მარადონა, მესი, რონალდო, ბაჯო და მრავალი სხვა. ადამიანური შეცდომა განსაკუთრებით მაშინ, როცა ფსონები ძალიან მაღალია.

კვარას აქვს ხასიათი და პიროვნება, რომ ასეთ დროს პასუხისმგებლობა აეღო და შეცდომებსაც ის უშვებს, ვისაც ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია. ასეთ მომენტებში კი შენ იზრდები. ის ნამდვილად შეძლებს და ამ თავგადასავლის პოზიტიურ მხარეს დაბრუნდება. დაბრუნდება მომავალ სეზონში მეტი გამოცდილებით, რომელიც ნაპოლისთვის ფუნდამენტურ ელემენტად გვევლინება.

ვისაც ჯავრის ამოყრა კვარაზე სურს, ასეც მოიქცეს. თუ, შენთვის ამ მარცხში ერთადერთი დამნაშავე ის არის, მაშინ დაე ასე ფიქრი განაგრძე. მაგრამ ისინი, ვისაც ეს მაისური და ფეხბურთი ნამდვილად უყვართ, 77-ე ნომრის მხარდაჭერას გააგრძელებს, რომელსაც იტალიური და ევროპული დაცვის ხაზები ჭკუიდან გადაჰყავს.

ის, ვინც მილანთან პენალტი გააცუდა, ეს იგივე ფეხბურთელია, რომელმაც ატალანტასთან მცველები ისე მიმოფანტა, როგორც კეგლის ფიგურები. ასევე ის, რომელმაც სასულოსოთან ცენტრიდან დაიწყო და ლამაზი გოლი გაიტანა. ასევე ის, ვინც იუვენტუსთან მატჩში ტურინელთა მცველები გააგიჟა.

ბევრი მომენტია, როცა კვარამ ფეხბურთის მოყვარულებს თვალები გაუბრწყინა და მილანთან გაცუდებული პენალტი მის კრისტალურ ტალანტს რეიტინგს ვერ შეუცვლის.

დაიმახსოვრე ხვიჩა: პენალტის გაცუდების არ უნდა გეშინოდეს. საკუთარი თავი როგორც ფეხბურთელმა ამ დეტალებით არ უნდა განსაჯო. ეს ფრანჩესკო დე გრეგორიმ თქვა, ერთ-ერთმა მათგანმა, ვინც იცის ნიჭით ცხოვრება რასაც ნიშნავს“.

- წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ისტორიაში პირველად გავიდა. სკუდეტოს მესამედ მოგებასთან კი ერთ ნაბიჯში არიან. ნეაპოლელებს იტალიის ჩემპიონატი 33 წელია არ მოუგიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: “ნაპოლი მიმდინარე სეზონში საუკეთესო იტალიური კლუბი იყო“
ანჩელოტი: “ნაპოლი მიმდინარე სეზონში საუკეთესო იტალიური კლუბი იყო“