მილანი, ოლივიე ჟირუ
Aa
Aa

კიდევ 1 წლით მილანში - ჟირუმ კონტრაქტი გაახანგრძლივა

დღევანდელ მილანში ოლივიე „ჟირუ“ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. მის გარეშე „როსონერის“ შეტევა ფაქტობრივად წარმოუდგენელია.

ვეტერანი ფრანგის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იწურებოდა. კლუბში მისი თამაშით აღფრთოვანებულნი არიან და თანამშრომლობის გახანგრძლივება გადაწყვიტეს.

„მილანის“ ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, რომ გუნდსა და ფეხბურთელს შორის დამატებითი 1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და ოლივიე „მილანს“ 2024 წლის ზაფხულამდე ეყოლება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში, 36 წლის თავდამსხმელმა „ნაპოლის“ გოლი გაუტანა და ნახევარფინალში გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა.

ასევე შეგახსენებთ, ჟირუ „მილანს“ 2021 წელს შეუერთდა. 2021 წლიდან დღემდე, ფრანგმა „როსონერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 76-ჯერ მოირგო, 27 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გალტიეს 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება | მიზეზი რასისტული განცხადებებია
გალტიეს 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება | მიზეზი რასისტული განცხადებებია