ხვიჩა კვარაცხელია, დანიელე ადანი
Aa
Aa

ადანი: „ხვიჩა საუკეთესო იყო, ოსიმენი სათანადოდ ვერ დაეხმარა“

იტალიის ნაკრებისა და „ინტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დანიელე ადანიმ „ნაპოლისა“ და „მილანის“ დაპირისპირებაზე ისაუბრა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ამ გუნდების საპასუხო მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და „პარტენოპეი“ ასპარეზობას გამოეთიშა. ადანიმ მარადონაზე გამართული შეხვედრა შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.

„მილანს მოსაგებად ერთი გზა ჰქონდა და სწორედ ის გამოიყენა. როსონერი სხვანაირად ვერ ითამაშებდა. პიოლის ბიჭები დასკვნით 30 მეტრში იყვნენ განლაგებული და ამ მონაკვეთში რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ.

ნაპოლი მჭიდრო სივრცეებს ბევრი ფეხბურთელით უტევდა და მათ შორის საუკეთესო კვარაცხელია იყო. მან ორი მომენტი შექმნა, რომლებსაც სხვა შემთხვევაში გოლებით დააგვირგვინებდა. პირადად მე, ხვიჩას არ გავაკრიტიკებ და აღვნიშნავ, რომ ვიქტორ ოსიმენი მას სათანადოდ ვერ დაეხმარა. მილანი მათ წინააღმდეგ ნახევარმცველებსა და გარემარბებს იყენებდა და როსონერის ტაქტიკამ ნიგერიელი გაანეიტრალა, კვარას კი პრობლემები შეუქმნა. ხვიჩამ თავისი თამაში აჩვენა. ცოტა სიზუსტე დააკლდა და დარტყმების განხორციელება უჭირდა, მაგრამ როგორც პირველ, ისე მეორე შეხვედრაში, დომინანტი იყო“.

შეგახსენებთ, რომ „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრა 23 აპრილს ელის და კიდევ ერთი რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ლუჩანო სპალეტის გუნდი სტუმრად „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება, რომელიც 44 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ ერთი იტალიური კლუბი | მიქაუტაძეს მილანიც აკვირდება
კიდევ ერთი იტალიური კლუბი | მიქაუტაძეს მილანიც აკვირდება