ზელინსკი: „კვარას დარტყმა უნდოდა და ბიჭებმა პენალტი მას მიანდეს“
„ნაპოლის“ ფეხბურთელმა, პიოტრ ზელინსკიმ „მილანთან“ გამართული მატჩი შეაფასა, რომელშიც მისმა გუნდმა სასურველი შედეგი ვერ დააფიქსირა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. პოლონელმა ნახევარმცველმა პენალტის ეპიზოდზე და ხვიჩა კვარაცხელიას გაცუდებულ დარტყმაზეც ისაუბრა.
„ბევრი მომენტი შევქმენით და ვდომინირებდით. შემდეგ კონტრშეტევაზე გოლი გავუშვით, რომლის თავიდან არიდება შეგვეძლო და ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი ისტორია აქ სრულდება. პენალტის ეპიზოდს რაც შეეხება, კვარაცხელია თავს კარგად გრძნობდა, დარტყმა უნდოდა და ბიჭებმა თერთმეტმეტრიანი მას მიანდეს. ის ჩვენი პენალტისტია და თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან 2 გოლი უკვე გაიტანა.
ის, რაც მას მოუვიდა, ყველას შეიძლება, დაემართოს და შეცდომებს ყველა უშვებს. ბევრი მომენტი შევქმენით, მეტოქის კარისკენ 20-ზე მეტჯერ დავარტყით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. როცა მილანის კარი ავიღეთ, ძალიან გვიანი იყო“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ პენალტი 82-ე წუთზე გააფუჭა, 93-ზე კი ოსიმენმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1. „მილანმა“ ორი მატჩის ჯამში, 2:1 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე „ინტერისა“ და „ბენფიკას“ წყვილის გამარჯვებულის შეხვდება.