ხვიჩა კვარაცხელია, მაიკლ ჯორდანი
Aa
Aa

კვარა და გაკვეთილი მაიკლ ჯორდანისგან | რას წერს Il Mattino

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის გუშინდელი მატჩების დასრულების შემდეგ, იტალიური პრესის მთავარი სასაუბრო თემა „ნაპოლისა“ და „მილანის“ ორმატჩიანი დაპირისპირებაა, რომელიც „როსონერის“ ტრიუმფით დასრულდა. გამონაკლისი არც ცნობილი გამოცემა, Il Mattino ყოფილა და დღევანდელ ნომერში ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერა, რომელმაც „მილანთან“ პენალტი გააფუჭა.

„ეს არის შეცდომა, რომელზეც მისი სიმტკიცე იქნება დაფუძნებული და უფრო მოუხელთებელს გახდის. ნაპოლიში გატარებულ პირველ სეზონში, კვარამ შესანიშნავი გოლები გაიტანა, ბრწყინვალე საგოლე გადაცემები გააკეთა და ჩაატარა მატჩები, რომლებიც ყველა ადამიანის მეხსიერებაში დარჩება. სწორედ ასეთი თამაში დატოვებს გაფუჭებულ პენალტს ნაიარევად და მისი მოშორება შეუძლებელი იქნება…

არის მომენტები, როცა ერთი შეცდომა განაჩენის ტოლფასია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ასე არ იქნება. კვარას ნეაპოლში გადასვლა დაწერილი ისტორიაა და ეს შეცდომა ბალანსს ვერ დაარღვევს, პირიქით - გააძლიერებს. ეს შეცდომა მას მომავალ სეზონებში წაადგება და მოხდება ის, რასაც მაიკლ ჯორდანი ამბობს: „ჩემს კარიერაში 9000-ზე მეტი სროლა ავაცილე, თითქმის 300 შეხვედრა წავაგე, 26-ჯერ მომანდეს გადამწყვეტი სროლა, რომლებიც ვერ გამოვიყენე, ცხოვრებაში ისევ და ისევ ვმარცხდებოდი და წარმატებას სწორედ ამიტომ მივაღწიე“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა" და „მილანის" განმეორებითი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში, „როსონერიმ“ 2:1 იმარჯვა. „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრა 23 აპრილს ელის და კიდევ ერთი რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ლუჩანო სპალეტის გუნდი სტუმრად „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება, რომელიც 44 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პენალტი არ უნდა დაერტყა“ - რა თქვეს ვიერიმ, კასანომ და ვენტოლამ კვარაზე და ლეაუზე
„პენალტი არ უნდა დაერტყა“ - რა თქვეს ვიერიმ, კასანომ და ვენტოლამ კვარაზე და ლეაუზე