გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი
Aa
Aa

„ვიცოდი, რომ ეს დღე ჩემი იყო“ - ევროპის ჩემპიონის პირველი კომენტარი

ზაგრებში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ სტილით ფალავანმა გივი მაჭარაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

97 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში გივიმ აზერბაიჯანელი მოქმედი ევროპის ჩემპიონი მაგომედხან მაგომედოვი ანგარიშით 4:3 დაამარცხა, აღსანიშნავია,რომ ქართველი ფალავანი 0:3 მარცხდებოდა.

ფინალამდე მაჭარაშვილმა სამ მეტოქეს მოლდოველ რადუ ლეფტერის, თურქ იბრაჰიმ ჩივტჩისა და უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძეს აჯობა.

გივი მაჭარაშვილი - ევროპის ჩემპიონი

ამ მომენტისთვის საქართველოს ანგარიშზე 2 მედალია. გივი მაჭარაშვილის გარდა, გუშინ ზაგრებში ბრინჯაო ედემი ბოლქვაძემ დაისაკუთრა.

დღეს კი 20:00 საათიდან ფინალური ბლოკი განახლდება სადაც ოქროს მედლისთვის გენო პეტრიაშვილი თურქ ტაჰა აკგულის დაუპირისპირდება. ასევე ბრინჯაოს მედლებისთვის შოთა ფარტენაძე, ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე იჭიდავებენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პეტრიაშვილი ოქროსთვის იბრძოლებს - ბოლქვაძემ ბრინჯაო მოიპოვა
პეტრიაშვილი ოქროსთვის იბრძოლებს - ბოლქვაძემ ბრინჯაო მოიპოვა