ხვიჩა კვარაცხელია, რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

ყოფილი მსაჯი: „ლოსანოზე აშკარა პენალტი იყო, არბიტრი უხეშად შეცდა“

ყოფილმა მსაჯმა, გრაციანო ჩეზარიმ „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩზე და შეხვედრის მთავარი არბიტრის, შიმონ მარჩინიაკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. ჩეზარის თქმით, მარჩინიაკმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და პირველ ტაიმში, „პარტენოპეის“ სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა.

„ოლივიე ჟირუს პენალტი ალექს მერეტმა მოიგერია, მაგრამ მომენტში, როცა ფრანგი ურტყამს, ჩანს, რომ ჟუან ჟეზუსი (ფეხბურთელი, რომელმაც მერეტის მოგერიებული ბურთი გამოიტანა) უკვე საჯარიმოში იმყოფება, რის გამოც, თერთმეტმეტრიანის ხელახლა დანიშვნაზე დაიწყო საუბარი. გადამწყვეტი ფაქტორი ბრაზილიელის ფეხებია. მართალია, ჟირუს დარტყმისას მისი სხეულის ნაწილი საჯარიმოშია, მაგრამ ჟეზუსის ფეხი მინდორს არ ეხება და მარჩინიაკმა და ვიდეორეფერიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

ლეაუსა და ლოსანოს ეპიზოდს რაც შეეხება, სპალეტის ბოლომდე ვეთანხმები. პორტუგალიელი ვარდნას ასრულებს, მაგრამ ჯერ ბურთს კი არა, ლოსანოს ფეხს ეხება. VAR-მა მსაჯის პოზიცია, რომ პენალტი არ დაენიშნა, გაიზიარა და არ მესმის, ეს რატომ მოხდა. ძალიან უხეში შეცდომა იყო. ამასთან, ტომორის ხელი საყრდენი გახლდათ და მარჩინიაკის გადაწყვეტილებას, რომ ნაპოლისთვის თერთმეტმეტრიანი დაენიშნა, არ ვეთანხმები“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა" და „მილანის" განმეორებითი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში, „როსონერიმ“ 2:1 იმარჯვა. „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრა 23 აპრილს ელის და კიდევ ერთი რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ლუჩანო სპალეტის გუნდი სტუმრად „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება, რომელიც 44 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოდიში და მადლობა მხარდაჭერისთვის“ - ხვიჩამ გულშემატკივრებს მიმართა
„ბოდიში და მადლობა მხარდაჭერისთვის“ - ხვიჩამ გულშემატკივრებს მიმართა