ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კასანო, კრისტიან ვიერი, რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

„პენალტი არ უნდა დაერტყა“ - რა თქვეს ვიერიმ, კასანომ და ვენტოლამ კვარაზე და ლეაუზე

იტალიელმა ფეხბურთელებმა, ანტონიო კასანომ, ნიკოლა ვენტოლამ და კრისტიან ვიერიმ Bobo TV-ზე, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩზე ისაუბრეს, რომელშიც „ნაპოლი“ „მილანს“ დაუპირისპირდა. მათ განსაკუთრებული ყურადღება რაფაელ ლეაუზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილეს და „როსონერისა“ და „პარტენოპეის“ გარემარბების თამაში შეადარეს.

კასანო: „პირადად ჩემთვის, ლეაუ ჩემპიონი არაა. მახსოვს, 2 წლის წინ, უსმან დემბელე დორტმუნდში მასზე გამანადგურებელი იყო და მარსიალთან მიმართებითაც იგივე ხდებოდა. ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებიც ფიზიკური მონაცემებისა და სივრცეში მანევრირების გარდა, გუნდს არაფერს აძლევენ. სუპერ გუნდს რომ ვქმნიდე, ლეაუს არ ავიყვანდი და 1 000 ფეხბურთელია, რომელთა არჩევაც შემიძლია. მაგალითად, რეალის სათადარიგოთა სკამზე მყოფი როდრიგო აიღეთ. ის ბევრად ძლიერია. მინდა, ლეაუ მაღალი დონის მცველების წინააღმდეგ ვიხილო და საუბარი ისეთ უკანახაზელებზე მაქვს, როგორებიც პავარი, უპამეკანო და უოკერი არიან. კვარაცხელიას რაც შეეხება, მის წინააღმდეგ ყოველთვის ორმაგი დაცვა იყო. ასეთ შემთხვევებში, მარცხენა მცველი შეტევაში თუ არ წავიდა, თავისუფალი ზონები არ გაჩნდება. მეორე მხრივ, ყოველთვის, როცა ლეაუ ბურთს იღებდა, რაფასა და მის მეურვეს შორის დიდი სივრცე იყო და თან მის ფლანგზე ტეო ერნანდესი თამაშობს. ბუნებრივია, ლეაუმ რაღაც განსაკუთრებული გააკეთა, რამაც თამაში შეცვალა, მაგრამ ნაპოლის მცველების ასპარეზობით იმედგაცრუებული ვარ“.

ვიერი: „ლეაუ მილანის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ამ თამაშში გარდატეხის შეტანა შეეძლო. მას სიძლიერე და ტექნიკა აქვს და ნაპოლისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია. კვარასგან განსხვავებით, ლეაუს ორმაგი მეურვეობითაც ვერ გააჩერებ“.

ვენტოლა: „ლეაუსგან განსხვავებით, კვარაცხელიამ ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. მისი დღე არ ყოფილა და პენალტიც არ უნდა დაერტყა. გუნდს ვერ დაეხმარა“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა" და „მილანის" განმეორებითი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში, „როსონერიმ“ 2:1 იმარჯვა. „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრა 23 აპრილს ელის და კიდევ ერთი რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ლუჩანო სპალეტის გუნდი სტუმრად „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება, რომელიც 44 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: „კვარაცხელია კვლავ დაგვეხმარება დიდი მიზნის მიღწევაში“
სპალეტი: „კვარაცხელია კვლავ დაგვეხმარება დიდი მიზნის მიღწევაში“