„ბოდიში და მადლობა მხარდაჭერისთვის“ - ხვიჩამ გულშემატკივრებს მიმართა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში „ნაპოლიმ“ „მილანს“ უმასპინძლა და ვერ მოუგო - ფრე 1:1. ნახევარფინალში „როსონერი“ გავიდა. ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც მან გულშემატკივრებს „ინსტაგრამის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით მიმართა.
ხვიჩა:
„რთულია როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო.
ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება!“
View this post on Instagram
კვარას ყველა მომენტი „მილანთან“