ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„გაფუჭებულმა პენალტმა ოცნება მოკლა“ - რას წერს მედია ხვიჩაზე

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში „ნაპოლიმ“ „მილანს“ უმასპინძლა და ვერ მოუგო - ფრე 1:1. ნახევარფინალში „როსონერი“ გავიდა.

ხვიჩა კვარაცხელიას პენალტის გატანის შანსი ჰქონდა, თუმცა ქართველს მაიკ მენიომ აჯობა და მისი დარტყმა მოიგერია. მატჩის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა გამოცემებმა „კვარას“ თამაში შეაფასეს.

Eurosport

„კვარაცხელიას „ნაპოლის“ მთელი სიმძიმე მხრებზე ედო. ბევრს ცდილობდა, მაგრამ „მილანმა“ გალიაში გამოკეტა, საიდანაც გამოძრომა რთული იყო. გაფუჭებულმა პენალტმა ოცნება მოკლა.“

Sportmediaset

„მთელი მატჩის განმავლობაში დრიბლინგს და მომენტების შექმნას ცდილობდა. ამიტომ, მის თამაშს კატასტროფას ვერ დავარქმევთ. რეალობა კი ისაა, რომ კალაბრიას ვერ სცდებოდა და თუ ამას ახერხებდა ეპიზოდს არაზუსტი დარტყმით ასრულებდა. ბოლოს პენალტიც ვერ გაიტანა. ამ ეპიზოდს მატჩში გარდატეხის შეტანა შეეძლო.”

Corriere Dello Sport

„“მილანის“ ორმაგ და სამმაგ დაცვას ხშირად ვერ სცდებოდა, მაგრამ როდესაც ამას ახერხებდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, ხიფათს ქმნიდა. მისი დრიბლინგით გუნდს მუხტავდა, მაგრამ გაფუჭებული პენალტით „ნაპოლის“ იმედი წაართვა.“

CalcioNapoli 1926

„ბოლო იმედის პენალტი გააფუჭა. ხვიჩა კვარაცხელიასგან ყოველთვის მეტს ველოდებით. კალაბრიას კი ვერაფერი მოუხერხა.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის აღიარება - ლიგა 2-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელია
მიქაუტაძის აღიარება - ლიგა 2-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელია