გენო პეტრიაშვილი, მირიან მაისურაძე, რობერტ დინგაშვილი, შოთა ფარტენაძე, ავთანდილ კენჭაძე, ედემი ბოლქვაძე
Aa
Aa

პეტრიაშვილი ოქროსთვის იბრძოლებს - ბოლქვაძემ ბრინჯაო მოიპოვა

თავისუფალ სტილში მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარეობს. გენო პეტრიაშვილი ფინალშია, სადაც ლეგენდარულ თურქ მოჭიდავეს, ტაჰა აკგულს შეხვდება. 125 კგ. წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ქართველმა უნგრელ დანიელ ლიგეტის აჯობა, 7:4 დაამარცხა.

შეგახსენებთ, 1/4-ფინალში პეტრიაშვილმა საბერძნეთის სახელით მოასპარეზე აზამატ ხოსონოვს აჯობა (12:2).

ფინალური ბლოკი ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება.

ფარტენაძე, კენჭაძე და მაისურაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ

61 კგ. წონითი კატეგორიის ნახევარფინალში შოთა ფარტენაძე ალბანეთის სახელით მოასპარეზე ზელიმხან აბაკაროვთან დამარცხდა. ფარტენაძე 4:0-ს იგებდა, თუმცა შემდეგ აბაკაროვმა ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა, ფინალში გავიდა. ფარტენაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს. 1/4-ფინალში ფარტენაძემ უნგრეთის სახელით მოასპარეზე გამზატგაჯი ხალიდოვი 5:1 დაამარცხა.

74 კგ. წონითი კატეგორიის 1/2-ფინალში სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ტაიმურაზ სალკაზანოვმა ავთანდილ კენჭაძე 5:1 დაამარცხა. კენჭაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.კენჭაძემ 1/8-ფინალში უკრაინელ სემენ რადულოვს აჯობა (8:0), 1/4-ფინალში შვეიცარიელი ტობიას პორტმანის ბარიერი ადვილად დაძლია - 11:0.

92 კგ. წონითი კატეგორიის ნახევარფინალში მირიან მაისურაძე თურქ ფეიზულა აკტურკთან 1:11 დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს. 1/4-ფინალში მაისურაძემ საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ადლან ვისხანოვი დამაჯერებლად, 7:0 დაამარცხა.

ბოლქვაძის ბრინჯაოს მედალი

რობერტ დინგაშვილი (57 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში დამარცხდა.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ედემი ბოლქვაძემ (-65 კგ.) მოუტანა, მან ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტი შეხვედრა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები