დავით ლორთქიფანიძე: „კვარა ფეხბურთითაა შეპყრობილი“
დავით ლორთქიფანიძე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც იტალიის სერია D-ში მოასპარეზე „იუნაიტედ რიჩონეს“ ღირსებას იცავს. ახლახან, იტალიურ პრესაში მისი ინტერვიუ გავრცელდა და ლორთქიფანიძემ „ნაპოლის“ ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„ხვიჩასთან ერთად დინამო თბილისისა და საქართველოს ახალგაზრდულ გუნდებში ვთამაშობდი. მაშინაც ეტყობოდა, რომ ძალიან ძლიერი იყო და 17-წლამდე გუნდში, ჩატარებული მატჩების რაოდენობაზე მეტი გოლი ჰქონდა გატანილი.
კვარა ფეხბურთითაა შეპყრობილი. რუბინში ყოფნისას, საწვრთნელ ბაზაზე ცხოვრობდა და ყოველდღე ვარჯიშობდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ იტალიაში წარმატებით იასპარეზებდა, მაგრამ მისმა თამაშმა ცოტათი მეც გამაოცა. როცა იტალიაში ჩამოვედი, ჩემმა აგენტმა ხვიჩას ტრანსფერი სერია A-ს რამდენიმე კლუბს შესთავაზა, რომელთა შორის ატალანტა და ჩრდილოეთის სხვა გრანდები იყვნენ. ყველასგან უარყოფითი პასუხი მივიღეთ, რადგან პასპორტთან დაკავშირებული პრობლემები არსებობდა და არავის უნდოდა, ფსონს 16 წლის ქართველზე ჩამოსულიყო“.
ცნობისთვის, ლორთქიფანიძე 22 წლისაა და მიმდინარე სეზონში 34 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 3 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.