მაგიდაზე ავიდა და ნარინჯისფერი ფხვნილი დაყარა - პროტესტი სნუკერის მატჩისას
ინგლისში, შეფილდში მდებარე კრუსიბლის თეატრში, სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. 1/16-ფინალში, რობერტ მილკინსი ჯო პერის ხვდებოდა და მათი მატჩი პირველივე ფრეიმში შეწყდა, რაც სამოქალაქო აქტივისტის პროტესტმა განაპირობა.
ფრეიმის სტარტზე, ტრიბუნებიდან მაგიდისკენ სამოქალაქო ორგანიზაციის, Just Stop Oil-ის აქტივისტი გაიქცა, მაგიდაზე აძვრა და ნარინჯისფერი ფხვნილი დაყარა. პარალელურად, იგივე მისმა თანამოაზრე ქალბატონმაც სცადა, მაგრამ მსაჯმა ამის უფლება არ მისცა.
The moment a "Just Stop Oil" protestor climbs the table and disrupts the Perry vs Milkins match. #WorldSnookerChampionship #Snooker #Crucible pic.twitter.com/Gnal3sbUR9
— Steve (@MaximumSnooker) April 17, 2023
Just Stop Oil-ი 2022 წელს დაარსებული ორგანიზაციაა. ის ბრიტანეთის ხელისუფლებისგან ითხოვს, საწვავის წარმოებასთან დაკავშირებული ახალი პროექტები შეაჩეროს და ლიცენზიები არ გასცეს. ისინი ბრიტანელებს მოუწოდებენ, ხელისუფლების გენოციდური პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ორივე აქტივისტი დააკავეს და ამ წუთისთვის, ისინი გისოსებს მიღმა იმყოფებიან.