ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

2018 წელს კვარა ბაიერნში სინჯებზე იყო - გერმანული გამოცემის ექსკლუზივი

ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ, Spox-მა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით, ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა. Spox-ის მიხედვით, 2018 წელს, „კვარა“ „ბაიერნში“ სინჯებზე იმყოფებოდა და „რეკორდმაისტერის“ აკადემიის ხელმძღვანელებზე შთაბეჭდილებაც მოახდინა, მაგრამ ტრანსფერი მაინც არ შედგა.

„ნეაპოლში მას კვარადონას ტყუილად არ ეძახიან. ამოუცნობი დრიბლინგით, უსწრაფესი მოძრაობებით, ბურთის ტარების მანერითა და მოედნის ხედვით ხვიჩა კვარაცხელია დიეგო მარადონას ნამდვილად ჰგავს. არგენტინელი ლეგენდის მსგავსად, ისიც ნაპოლის ღირსებას იცავს და დიდი წვლილი მიუძღვის, პარტენოპეი, გრძელი პაუზის შემდეგ, სკუდეტოს მოგებასთან ახლოს რომ იმყოფება.

თუმცა, იყო შანსი, მისი ნეაპოლური ისტორია საერთოდ არ დაწერილიყო და ალბათ, ამ ლამაზ მეტსახელსაც ვერ მიიღებდა. 2018 წელს, დამაჯერებელი სინჯების შემდეგ, ბაიერნს მასთან კონტრაქტი რომ გაეფორმებინა, რეკორდმაისტერის სუპერვარსკვლავს კვარადონას ვინ შეარქმევდა? მისი მეტსახელი კვარაბაუერი ან კვარაშოლი იქნებოდა“, - წერს გერმანული გამოცემა.

SPOX-ის ინფორმაციით, 2018 წლის აპრილში, 17 წლის კვარაცხელიამ მიუნხენში 1-კვირიანი სინჯები გაიარა. მან „ბაიერნის“ აკადემიის კამპუსი დაათვალიერა და ალიანც არენაზე გასამართ მატჩზე დასწრებაც შესთავაზეს. ხვიჩამ, როგორც სპორტული, ისე პიროვნული თვალსაზრისით, აკადემიის ხელმძღვანელებზე შთაბეჭდილება მოახდინა და კლუბში დარჩენით ფეხბურთელიც ინტერესდებოდა, მაგრამ საბოლოოდ, ტრანსფერი არ შედგა. როგორც ირკვევა, ამ საკითხს სათანადო გაგრძელება არ მოჰყოლია და გარიგება ამიტომ არ გაიჩარხა.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, ხვიჩას „ნაპოლის“ მაისურით 12 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა აქვს გაკეთებული, ჩემპიონთა ლიგაზე კი 2 გოლი და 4 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიაერი: „ოსიმენის დაბრუნება? ნაპოლის ძალა გუნდურობაშია“
კიაერი: „ოსიმენის დაბრუნება? ნაპოლის ძალა გუნდურობაშია“