გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„მეცის სიმბოლოა“ - მიქაუტაძე ტურის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის

ფრანგულმა გამოცემამ, Sports Orange-მ საფრანგეთის ლიგა 2-ის გასული ტურის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. ტოპ 3-ში მოხვდა „მეცის“ ქართველი თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც „ბორდოსთან“ გამართულ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

„ბორდოსთან გატანილი ორი გოლის შემდეგ, მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს. ქართველი თავდამსხმელი აშკარა სიმბოლოა კლუბის, რომელიც უმაღლესი დივიზიონის საგზურისთვის იბრძვის და ჟირონდელებს ძალიან ცოტათი ჩამორჩება. 2023 წელს გამართულ 14 შეხვედრაში, მან 11 გოლი გაიტანა“, - წერს ფრანგული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ის 30 მატჩში გიორგი მიქაუტაძემ 17 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, 1 გოლი საფრანგეთის თასზე გაიტანა. ასე რომ, მის აქტივში ამ სეზონში უკვე 18 გოლია. პლუს, კიდევ ერთი გოლი გასულ თვეში ნორვეგიას გაუტანა. ცხადია, ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავას ლიდერობს, უშუალო კონკურენტს 2 გოლით უსწრებს.

გიორგის გუნდს რაც შეეხება, „მეცს“ 55 ქულა აქვს და „ბორდოს“ 1 ქულით ჩამორჩება. ქართველ ფეხბურთელსა და კომპანიას მომდევნო მატჩი 22 აპრილს ელით და სტუმრად „სენტ-ეტიენს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლის 3 მნიშვნელოვანი მოთამაშე ჰყავს, ხვიჩა მათ შორის არაა“ - იტალიელი მწვრთნელი
„ნაპოლის 3 მნიშვნელოვანი მოთამაშე ჰყავს, ხვიჩა მათ შორის არაა“ - იტალიელი მწვრთნელი