„ნაპოლის 3 მნიშვნელოვანი მოთამაშე ჰყავს, ხვიჩა მათ შორის არაა“ - იტალიელი მწვრთნელი
გამოცდილმა იტალიელმა მწვრთნელმა და კომენტატორმა, ფრანჩესკო პაოლო სპეკიამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით, ლუჩანო სპალეტის „ნაპოლისთვის“ 3 ფეხბურთელია უაღრესად მნიშვნელოვანი და „კვარა“ მათ შორის არაა.
„ნაპოლიმ მილანში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და მხოლოდ გოლი დააკლდა, გაშვებული ბურთი კი იმან განაპირობა, რომ ტაქტიკურ ჯარიმებს შეჩვეული არ არიან და მარიო რუის შეეძლო, ამ ხრიკით მილანის შეტევა გაეჩერებინა. ტაქტიკური გადმოსახედიდან, სპალეტისა და ნაპოლის საწინააღმდეგოდ სათქმელი არაფერი მაქვს და საკადრო პრობლემების გამო, ძირითადში გამწესებულმა ელმასმა ჩემი დარწმუნება მოახერხა.
ვიქტორ ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიაზე გადამწყვეტი ფეხბურთელია და მისი დაბრუნება ნაპოლისთვის ფუნდამენტური იქნება. ჩემი აზრით, პარტენოპეის 3 გადამწყვეტი ფეხბურთელი ჰყავს: ნიგერიელი თავდამსხმელი, კიმი და სტანისლავ ლობოტკა. შეგვიძლია, ამ სამეულთან ერთად დი ლორენცოც ვახსენოთ, მაგრამ კვარაზე იმავეს ვერ გავაკეთებთ. ხვიჩა ჯერ ჩემპიონი არაა. შესაძლოა, მომავალში გახდეს, მაგრამ ჯერჯერობით სტაბილურობა აკლია.
ნაპოლის კიმი ძალიან დააკლდება. სამხრეთ კორეელი შესანიშნავი მცველია და სპალეტის გუნდში ერთადერთია, ვისაც მეტოქე გუნდის თავდამსხმელების მოგუდვა შეუძლია. იმედი ვიქონიოთ, რომ ჟუან ჟეზუში ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მზად იქნება და სიმართლე გითხრათ, ვერონასთან მისი თამაში არ მომეწონა. ჩემი აზრით, ფავორიტი მილანია და როსონერის მომდევნო ეტაპზე გასვლის 55-პროცენტიანი შანსი აქვს“.
შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ საპასუხო მატჩს რამდენიმე საათში ვიხილავთ და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.