სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი, დომანტას საბონისი, დიაარონ ფოქსი, მალიკ მონკი
Aa
Aa

დრეიმონდ გრინის უხეშობა | გოლდენ სტეიტმა საკრამენტოსთან მეორედ წააგო

დასავლეთ კონფერენციის მე-3 ნომერმა, „საკრამენტო კინგსმა“ საკუთარ კედლებში გამართული მეორე შეხვედრაც მოიგო და „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ დაამარცხა. პირველი მატჩის მსგავსად, დღეს დილით გამართული დაპირისპირებაც დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა მეოთხე მეოთხედში გაირკვა.

საფინალო სირენამდე 7 წუთით ადრე, „გოლდენ სტეიტი“ 3 ქულით აგებდა და ერთ-ერთი ლიდერის, დრეიმონდ გრინის გარეშე დარჩა. ამ უკანასკნელმა წაქცეულ დომანტას საბონისს ფეხი ჩაარტყა და მსაჯებმა პარკეტი დაატოვებინეს. მის გარეშე დარჩენილმა „უორიორსმა“ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა დასკვნით ხუთ წუთში „საკრამენტო“ ბევრად უკეთესი იყო და 114:106 იმარჯვა.

„მეფეებს“ საბონისი-ფოქსის დუეტმა ულიდერა და მათ 24-24 ქულა დააგროვეს. მალიკ მონკს 18 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. კევინ ჰუერტერმა კი მატჩი 15 ქულით დაასრულა. „გოლდენ სტეიტის“ რიგებში საუკეთესო სტეფ კარი იყო - 28 ქულა, 3 მოხსნა, 6 ასისტი. ენდრიუ უიგინსმა 22 ქულა დააგროვა, კლეი ტომპსონმა კი - 21.

ცნობისთვის, „საკრამენტო“ 2:0-ს იგებს და „გოლდენ ვან სენთერში“ გამართული 2 მატჩის შემდეგ, სერია „გოლდენ სტეიტის“ საშინაო არენაზე გადაინაცვლებს. ამ გუნდების მე-3 შეხვედრა 21 აპრილს, თბილისის დროით, 06:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“დიდ ბედნიერებას ვრისკავთ“ - სპალეტი მილანთან მატჩის წინ
“დიდ ბედნიერებას ვრისკავთ“ - სპალეტი მილანთან მატჩის წინ