გივი მაჭარაშვილი, რობერტ დინგაშვილი
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი: მაჭარაშვილი ფინალშია! - დინგაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში სტარტი აიღო თავისუფალი სტილთ მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატმა.

ტურნირის პირველ დღეს, საჭიდაო ხალიჩაზე საქართველოს სახელით 5 ფალავანი წარსდგა, მათგან ორმა კი მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.

-57 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე რობერტ დინგაშვილი ნახევარფინალამდე მივიდა, თუმცა ფინალური შეხვედრისთვის ბრძოლაში თურქ ატლისთან ვადაზე ადრე, 13:1 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

-97 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის ჭიდაობის უფლება მოიპოვა გივი მაჭარაშვილმა. ქართველი ფალავანი 1/2 ფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე ქართველ მოჭიდავეს, მურაზ მჭედლიძეს დამაჯერებლად, 9:1 მოუგო და კონტინენტის პირველობისთვის იბრძოლებს. ფინალურ შეხვედრაში მაჭარაშვილის მეტოქე აზერბაიჯანელი მაგომედოვი იქნება.

ცნობისთვის, დღესვე საჭიდაო ხალიჩაზე ედემი ბოლქვაძე (-65 კგ.), გიორგი ელბაქიძე (-70 კგ.) და ვლადიმერ გამყრელიძე წარდგნენ (-79 კგ.), თუმცა სამივე მათგანი ასპარეზობას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა.

ფინალური ბლოკი ხვალ, საქართველოს დროით 18:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება ისრაელთან - ჰოკეისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე მატჩი მოიგეს
გამარჯვება ისრაელთან - ჰოკეისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე მატჩი მოიგეს