მილანი, ნაპოლი
Aa
Aa

“დიდ ბედნიერებას ვრისკავთ“ - სპალეტი მილანთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში „ნაპოლი“ „მილანს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

სპალეტი:

„ნებისმიერი ნუგეში მწარე იქნება. ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც პირველ თამაშში. გამოვედით გარკვეული მინუსებით, მაგრამ სინანულის გარეშე. მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვანი სიტუაციების შექმნა შესაძლებელია მხოლოდ მაღალი დონის შესრულებით, ხარისხით და ინტენსივობით. გოლის გატანა გუნდური პრინციპის გარეშე რთულია.

პენალტების სერია? ჩვენ ყველაფრისთვის ვემზადებით. გამოცდილების ნაკლებობა? მიმდინარე სეზონში ეს გამოცდილება დავაგროვეთ. ვითამაშეთ უდიდესის სტადიონებზე, სადაც სიმწიფე და ხასიათი გამოვავლინეთ. როდესაც გამოცდილებაზე ვსაუბრობ, კლუბის მნიშვნელობასაც ხაზს ვუსვამ. ჩემი გუნდი, რაც საჭიროა ყველაფერს გააკეთებს. დღევანდელ დღემდე კონკურენციით, ფეხბურთელების შრომით და ქალაქის სიყვარულით მოვედით.

ოსიმენი? ხანდახან ის მცველებთან ერთი ერთზე უნდა დატოვო. „მილანი“ თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს. პიოლი დიდებული მწვრთნელია, რომელმაც გასულ წელს სერია ა მოიგო. ვფიქრობ, „როსონერი“ თავის ფეხბურთს ითამაშებს. შესაძლოა, ვიქტორს პერსონალური მეურვეც დაუყენონ. არის თუ არა „ნაპოლი“ ისტორიაში? ჯერ არ ვიცი. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ყოფნა უკვე მნიშვნელოვანია. ჩემი გუნდი ზედმეტი გამოთვლების გარეშე მოსაგებად ითამაშებს.

ხვალინდელი მატჩი რისკი არ არის. ჩვენ უდიდეს ბედნიერებას ვრისკავთ, რადგან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ნაპოლი“ არასდროს ყოფილა. ვფიქრობ, წინ წასვლა შეგვიძლია. ოსიმენს და ლეაოს ვერ შევადარებ. საუბარი ორ განსხვავებულ და ინდივიდუალურ ფეხბურთელზე გვაქვს. კარგია, რომ ორივე მოთამაშეს შეუძლია თამაში."

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება „როსონერის“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა, ხოლო განმეორებითი მატჩი 18 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოსიმენის გარეშე საუკეთესო ფორმაში არაა“ - ფედელე კვარაზე
„ოსიმენის გარეშე საუკეთესო ფორმაში არაა“ - ფედელე კვარაზე