“არაფერზე ვფიქრობ“ - ლამპარდი რეალთან მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში ლონდონის „ჩელსი“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „არისტოკრატების“ მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ლამპარდი:
„იქ არ ვართ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ. ვფიქრობ, ჩვენი მდგომარეობის შესაფასებლად სიტყვა „გატეხილი“ კიდევ ცოტა. რეალობა ის გახლავთ, რომ 2-ბურთიანი სხვაობა უნდა აღმოვფხვრათ. არაფერზე ვფიქრობ. მხოლოდ უნდა ვიმუშაოთ! ჩემი აზრით, ხვალ იმაზე უკეთესი არაფერი მოხდება, რაც 2012 წელს მოხდა.
გუნდმა 2012 წელს ბევრი რთული მომენტი გამოიარა. „ნაპოლი“, „ბარსელონა“.. ეს იყო უზარმაზარი თავგადასავალი. თუ გავითვალისწინებთ იმ სიტუაციაში, როგორშიც ვართ და ვის წინააღმდეგ გვიწევს თამაში, შემდეგ ეტაპზე თუ გავალთ ეს დიდებული იქნება.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსისა“ და „რეალის“ დაპირისპირება 18 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.