ხვიჩა კვარაცხელია, მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„ხვიჩა ჩვენი გმირია“ - მერაბ დვალიშვილი Sport Italia-ს ესაუბრა

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „მილანს“ დაუპირისპირდება.

ხვიჩას მხარდასაჭერად ნეაპოლში UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი იმყოფება, რომელიც ხვალინდელ შეხვედრასაც დაესწრება.

„ქართველი მანქანა“ ადგილობრივ ტელევიზია Sport Italia-საც გაესაუბრა და თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა.

რა თქვა დვალიშვილმა:

აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ მხარი დავუჭირო ჩემს მეგობარს, ხვიჩა კვარაცხელიას. ის საქართველოდანაა, რომელიც თამაშობს „ნაპოლიში“. ის ჩვენი გმირია, მხარს ვუჭერთ და ვამაყობთ. მის მხარდასაჭერად აშშ-დან ჩამოვედი, ხვალ მისთვის, ისევე როგორც „ნაპოლისთვის“ უმნიშვნელოვანესი თამაშია, ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. იმედი მაქვს „ნაპოლი“ „მილანს“ დაამარცხებს.

დიახ, UFC-ში სუპერმსუბუქი წონის პირველი ნომერი ვარ, მაგრამ ახლა ეს არ არის მნიშვნელოვანი. ხვიჩა არის პირველი და მისით ძალიან ბედნიერი ვარ. ის ძალიან გვიყვარს და აქაც სწორედ მის გამო ვარ, რომ მხარი დავუჭირო. ზოგადად, ნეაპოლში პირველად ვარ და ძალიან მომწონს აქაურობა. ძალიან ლამაზი ქალაქია, რომელიც თბილისსაც ჰგავს. ხალხიც ძალიან მშვენიერია. Forza Napoli, Forza Kvara!

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ შეხვედრა 18 აპრილს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა კვარაცხელიას პროფილი | Sky Sports-ის სტატია კვარაზე
ხვიჩა კვარაცხელიას პროფილი | Sky Sports-ის სტატია კვარაზე