ფედე ვალვერდე
Aa
Aa

ვალვერდეს 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება

როგორც მოგეხსენებათ, ფედე ვალვერდემ ოჯახის შეურაცხყოფის გამო ბაენას დაარტყა. ძალადობის საწინააღმდეგო ეროვნულმა კომისიამ, რომელიც დღესს დილით შეიკრიბა, საქმე საკონკურსო კომიტეტს გადასცა. აღნიშნული კომიტეტი დაიწყებს პროცედურებს, რათა დადგინდეს ურუგვაელი ნახევარმცველის დანაშაული.

აღსანიშნავია, რომ „ვილიარეალს“ საჩივარი არ შეუტანია. მომჩივანი მხოლოდ ბაენაა. იმ შემთხვევაში, თუ ვალვერდეს ბრალი დაუმტკიცდება მას 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ესპანური MARCA-ს ცნობით, სანქცია დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში გახდება ცნობილი.

ფედესთვის უფრო საგანგაშო ის გახლავთ, რომ ბაენამ პოლიციაში იჩივლა და მას ძალადობაზე ედავება. აქედან გამომდინარე, შესაძლოა საქმე ძალადობის მუხლით აღიძრას. ცნობისთვის, პირველი სასამართლო პროცესი 19 აპრილს ჩაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ბავშვი ედმონტონიდან, რომელმაც კაპიტანი შეარცხვინა“ - მე ალფონსო დეივისი ვარ
“ბავშვი ედმონტონიდან, რომელმაც კაპიტანი შეარცხვინა“ - მე ალფონსო დეივისი ვარ