მილანი, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ენრიკო ფედელე
Aa
Aa

„ოსიმენის გარეშე საუკეთესო ფორმაში არაა“ - ფედელე კვარაზე

„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ, რომელიც „ნაპოლის“ შესახებ ხშირად საუბრობს, ამჯერად რადიო Marte-სთან ინტერვიუში გააჟღერა თავისი აზრები.

ფედელე ოსიმენის დაბრუნებაზე: „ოსიმენთან ერთად „ნაპოლი“ „მილანს“ გაანადგურებს? ასე არ ვფიქრობ, მაგრამ ახლა ნეაპოლელებს გამარჯვების მეტი შანსი აქვთ“.

ფედელე „ნაპოლის“ წარუმატებელ პერიოდზე: „ბოლო ოთხ შეხვედრაში ლუჩანო სპალეტის გუნდმა ბევრი გოლი გაუშვა. „როსონერისთან“ ორ შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანეს, ანალოგიური რამ მოხდა ჰელას „ვერონასთან“, ხოლო „ელჩესთან“ გატანილი 2 გოლიდან პირველი დი ლორენცომ შეაგდო, მეორე ავტოგოლი იყო“.

ფედელე კვარაცხელიაზე: „ქართველი კვარაცხელია ტოპ ფორმაში არაა, რადგან მხოლოდ ერთი მეურვე კი არ ჰყავს, არამედ - რამდენიმე. როცა ოსიმენი მოედანზეა, კვარაცხელიას ერთი მეურვე ოსიმენის განეიტრალებაზე აკეთებს აქცენტს და ნიგერიელს მეურვეობს“.

ფედელე: „რა უნდა იყოს იდეალური წინასამატჩო სიტყვა, რაც ფეხბურთელებს მაქსიმუმის ჩვენებაში დაეხმარება? მსგავსი რამ, რასაც ელენიო ერერა ამბობდა. მე ასეთ რამეს ვიტყოდი: „დღეს, ჩვენ ვქმნით ისტორიას“. გუნდის განწყობის ასამაღლებლად იდეალური სიტყვებია“.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში „მილანმა“ შინ „ნაპოლი“ ბენასერის გოლით 1:0 დაამარცხა. საპასუხო შეხვედრა 18 აპრილს გაიმართება. ნეაპოლში „მილანის“ წინააღმდეგ ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას დუეტი ითამაშებს, რაც მიმდინარე სეზონში პირველად მოხდება.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 26 მატჩში 12 გოლი შეაგდო. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 34 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოედნის ხედვა და პასების სიზუსტე - Canal+ კვეკვესკირის თამაშზე
მოედნის ხედვა და პასების სიზუსტე - Canal+ კვეკვესკირის თამაშზე