ლუკა გადრანი, ანტონ თოლორდავა, აქტობე
Aa
Aa

გადრანის სადებიუტო გოლი - ორი ქართველის აღიარება ყაზახეთში

ყაზახეთის პრემიერ ლიგის მე-6 ტურში „აქტობემ“ შინ „ატირაუ“ 4:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ლუკა გადრანმა ითამაშა, ანგარიში 26 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა მე-40 წუთზე გახსნა. ეს მისი სადებიუტო გოლია „აქტობეს“ შემადგენლობაში.

ყაზახურმა Sports-მა ლუკა გადრანი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელი დაცვაში სიზუსტით გამოირჩეოდა, შეტევაში კი გუნდს გოლით დაეხმარა. სიმბოლურ გუნდში სოლიგორსკის „შახტიორის“ მცველი ანტონ თოლორდავაც მოხვდა. 

6 ტურის შემდეგ „აქტობე“ და „ორდაბასი“ 13-13 ქულით მეორე ადგილს იყოფენ, ლიდერი „ყიზილჟარია“ 18 ქულით.

ლუკა ყაზახეთის ჩემპიონატში მეორე სეზონს ატარებს, 2022 წლის სეზონში „ტარაზში“ 22 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი ქვეყნის ჩემპიონ „ასტანას“ შეუგდო. მას ასევე უთამაშია „ცხინვალში“ (2017-18), „რუსთავში“ (2018-19), ირანულ „შაჰინ ბუშირსა“ (2019-20) და ლატვიურ „ვალმიერაში“ (2020-21). 2021 წელს „ვალმიერასთან“ ერთად ლატვიის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალის სკაუტები ხვიჩას მილანთან დააკვირდებიან - ესპანური მედიის საინტერესო ცნობა
რეალის სკაუტები ხვიჩას მილანთან დააკვირდებიან - ესპანური მედიის საინტერესო ცნობა