მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

FC Hollywood-ის დაბრუნება? ისტორია, რომელიც 1970 წელს დაიწყო

„მანჩესტერ სიტისთან“ განმეორებითი მატჩის წინ, „ბაიერნი“ ტოტალურ ქაოსში ჩავარდა.

2020 წელს, ტომას მიულერს დავიდ ალაბას კონტრაქტის გახანგრძლივების გაწელვის შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა:

„დავიდი პროფესიონალი ფეხბურთელია. არ ვიცი რას იზამს, მაგრამ ეს მდგომარეობა გუნდზე და მის სათამაშო დონეზე არ იმოქმედებს.“

შემდეგ მიულერმა საკმაოდ სახალისო აღიარება გააკეთა:

„ეს ყველაფერი მაყურებლისთვის სასიამოვნო საყურებელია. კარგია, როცა გუნდში დრამაა. მეცინება, რადგან ხშირად ვკითხულობ, რომ ჩვენს სტაფს FC Hollywood-ს უწოდებენ. ახლა შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში გვიყუროთ.“

ეს ეპიზოდი „რეკორდმაისტერისთვის“ კარგად არ დასრულდა, რადგან ავსტრიელი უკანახაზელი „რეალში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა, თუმცა „ბაიერნის“ გრანდიოზული გეგმის მიხედვით, მისი წასვლა აღმაშფოთებელი და დამღუპველი არ უნდა ყოფილიყო.

ეს, რა თქმა უნდა, არაფერი იყო იმასთან შედარებით, როგორი ქაოსიც კლუბს ელოდა..

მიმდინარე სეზონის დასაწყისში, „ბაიერნში“ წაგებები და პრობლემები დაიწყო. ხალხი კი ისევ FC Hollywood-ზე ალაპარაკდა და ჩათვალეს, რომ ეს გუნდში დაბრუნდა.

შესაბამისად, ახლა საკმაოდ რეალურია იმის შიში, რომ სეზონი, რომელიც ტრიპლეტზე საუბრით დაიწყო, შეიძლება რეალურად დასრულდეს იმით, რომ 2012 წლის შემდეგ, „ბაიერნმა“ პირველად ვერ მოიგოს ბუნდესლიგა.

FC Hollywood - წარმოშობის ისტორია

FC Hollywood-ის მეტსახელი 1990-იან წლებში გამოიგონეს - სავარაუდოდ ყველაზე მღელვარე პერიოდი „ბაიერნის“ ისტორიაში.. დრო, როდესაც სუპერვარსკვლავები, როგორებიც ლოთარ მათეუსი, იურგენ კლინსმანი, შტეფენ ეფენბერგი და მარიო ბასლერი იყვნენ, მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ აქვეყნებდნენ სათაურებს, ხოლო მიუნხენი გახდა რაღაც ისეთი.. სამწვრთნელო მხიარულება..

თუმცა, ფეხბურთელის ძალა უკვე დიდი ხანია კლუბის მახასიათებელია..

კლუბის პირველი ოქროს ეპოქის ბოლოს, 1970-იან წლებში, გასახდელში გადატრიალებამ მწვრთნელი გიულა ლორანტის თანამდებობიდან გადაყენება გამოიწვია. მოთამაშეებს სურდათ, რომ მისი თანაშემწე, პალ ცერნაი, მუდმივ რეჟიმში გადასულიყო, მაგრამ კლუბის პრეზიდენტი ვილჰელმ ნეიდეკერი მაქს მერკელს მიუბრუნდა.

ფეხბურთელები კიდევ ერთხელ აჯანყდნენ, თუმცა ავსტრიელის დანიშვნას ერთხმად დაუჭირეს მხარი (16-0).

პოლ ბრაიტნერი, კარლ-ჰაინც რუმენიგე და ული ჰიონესი იყვნენ ისინი, რომლებიც ნამდვილად იძახდნენ:  "პირველად გერმანული ფეხბურთის ისტორიაში, რამდენიმე მოთამაშემ მთელი კლუბი დაიპყრო", - წერს თომას ჰუეტლინი თავის წიგნში "Gute Freunde".

მას შემდეგ გუნდს იგივე დონის ძალაუფლება არასდროს ჰქონია, მაგრამ რჩება რწმენა, რომ მწვრთნელი „ბაიერნში“ ყველაზე სუსტი ადამიანია, თუმცა ბოლო მოვლენებმა ეს აღქმა ცოტა შეცვალა..

იულიან ნაგელსმანის მოულოდნელმა გათავისუფლებამ საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. ეს ყველაფერი ხუთშაბათს გვიან ღამით მოხდა, როდესაც სანაკრებო პაუზა მიმდინარეობდა.

გასაგებია, რომ ბუნდესლიგაში „ბაიერნი“ არ ბრწყინავდა და გარკვეული პერიოდი „დორტმუნდი“ პირველ ადგილზე იყო, მაგრამ საპირისპირო სცენარი ვითარდებოდა ჩემპიონთა ლიგაზე. 8-დან 8 მოგება და დამცირებული „პარი სენ ჟერმენი.“

მათთვის, ვინც „ბაიერნს“ ყურადღებით ადევნებდა თვალყურს, ცხადი იყო, რომ შიდა სამზარეულოში ყველაფერი რიგზე არ იყო..

ნაგელსმანი არასდროს მალავდა, რომ მისი საოცნებო სამსახური „ბაიერნში“ გაწვრთნა იყო. ამას „ჰოფენჰაიმში“ მოღვაწეობის დროსაც ამბობდა. ეს იყო ამბიციის შთამბეჭდავი დემონსტრირება იმის მტკიცებულებით, რომ მას სიტუაცია არ „გაექცეოდა“.

თუმცა მიუნხენური გრანდის გარკვეულ ფიგურებში რჩებოდა განცდა, რომ ნაგელსმანი ზედმეტად ტკბებოდა თავისი როლით.. მას სჯეროდა, რომ შოუს პირველი ვარსკვლავი იყო..

გარდა ამისა, მაშინ, როდესაც იულიანმა კიმიხთან ტაქტიკური კუთხით ყველაზე ახლო ურთიერთობა დაიჭირა პრობლემა გახდა, რადგან ის გუნდის კაპიტანთან მანუელ ნოიერთან არაფერს განიხილავდა.

მართლაც, ახალგაზრდა სპეციალისტმა მეკარეების მწვრთნელი ტონი აპალოვიჩი გაათავისუფლა, რომელიც ნოიერს მრავალი წლის განმავლობაში წვრთნიდა. ამან კი დიდი დაძაბულობა გამოიწვია..

თებერვალში, „გლადბახთან“ 2:3 წაგების შემდეგ, ნაგელსმანი ჟურნალისტების წინაშე მსაჯს ღიად დაუპირისპირდა და გააკრიტიკა. ეს კი „ბაიერნის“ მწვრთნელებს არ სჩვევიათ.

სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ, „ლევერკუზენთან“ მარცხის შემდეგ, გერმანელმა მწვრთნელმა თავისი მოთამაშეები სიზარმაცეში დაადანაშაულა. ცეცხლზე ნავთი ჰასან სალიჰამიჯიჩმაც დაასხა, რომელმაც განაცხადა:

„მე იშვიათად გამომიცდია ასეთი მცირე დრაივი, ასეთი მცირე მენტალიტეტი, ასეთი მცირე ბრძოლა და ასეთი მცირე თავდაჯერებულობა".

ჰასანმა მხოლოდ ის არ აღიარა, რომ ნაგელსმანიც დამნაშავე იყო. „ბაიერთან“ დამარცხება კუბოს ბოლო ლურსმანს ჰგავდა. გამოჩნდა, რომ იულიანი საკუთარ ფეხბურთელებს მოტივაციას ვერ აძლევდა.

35 წლის სპეციალისტის გათავისუფლებამ „ბაიერნის“ მისამართით უდიდესი კრიტიკა გააჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, ნაგელსმანმა ეს ამბავი მედიის საშუალებით გაიგო, თუმცა კლუბში საპირისპიროს ამტკიცებენ..

ოლივერ კანი და სალიჰამიჯიჩი იმ ვერსიას განიხილავს, რომლის მიხედვითაც იულიანის გათავისუფლება მხოლოდ შედეგების გამო მოხდა. ასევე, ტომას ტუხელი თავისუფალი იყო და მისით „ტოტენჰემი“, „რეალი“ და „პარი სენ ჟერმენი“ ინტერესდებოდნენ. ამან კი გადაწყვეტილების მიღება დააჩქარა.

საბოლოოდ რა მივიღეთ? ტომას ტუხელი ფეხბურთელებს უყვართ, მაგრამ მარცხი „ფრაიბურგთან“ გერმანიის თასზე, მარცხი „მანჩესტერ სიტისთან“ და დიდი ალბათობით „რეკორდმაისტერი“ ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობება. ფრე ბუნდესლიგის ბოლო ტურში და კონფლიქტი.

მოგეხსენებათ, სადიო მანემ ლეროი სანეს სახეში დაარტყა და ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, ტუხელმა საჯაროდ განაცხადა, რომ კონფლიქტი ამოწურულია და ყველაფერი რიგზეა. ახლა მიუნხენურ გრანდს ისღა დარჩენია, რომ „დორტმუნდის ბორუსიასთან“ შექმნილი 2-ქულიანი სხვაობა შეინარჩუნოს და ბუნდესლიგის სინი მოიგოს, თუმცა გამორიცხული არაფერია. ვინ იცის, იქნებ „მანჩესტერ სიტის“ ბარიერი დაძლიოს..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძის და კანკავას გოლები - სლოვანმა დუკლა გაანადგურა
ჩაკვეტაძის და კანკავას გოლები - სლოვანმა დუკლა გაანადგურა