„თამაშისადმი შიმშილითა და სტაბილურობით გამაოცა“ - მონტელამ ხვიჩაზე ისაუბრა
„რომას“ ყოფილმა ფორვარდმა ვინჩენცო მონტელამ Gazzetta-სთან ინტერვიუში „ნაპოლი“ - „მილანის“ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, პირველ შეხვედრაში დაფიქსირებულ შედეგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველაფერი ნეაპოლში გადაწყდება.
„ბედნიერი ვარ, რადგან შემდეგ ეტაპზე იტალიური გუნდი გავა. პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგი გაუქმებულია, ეს სრულიად ახალი გამოწვევაა. ველი სავსე „მარადონას“, სადაც პირველიდან ბოლო წუთამდე იმღერებენ. ვარაუდების გაკეთება შეუძლებელია. გახსნილი თამაში იქნება, „მილანი“ ჩაკეტილ ფეხბურთს ვერ ითამაშებს“.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში „მილანმა“ შინ „ნაპოლი“ ბენასერის გოლით 1:0 დაამარცხა. საპასუხო შეხვედრა 18 აპრილს გაიმართება. ნეაპოლში „მილანის“ წინააღმდეგ ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას დუეტი ითამაშებს, რაც მიმდინარე სეზონში პირველად მოხდება.
მონტელა ხვიჩაზე: „მალევე აშკარა გახდა, რომ მას ბრწყინვალე გარღვევები ჰქონდა. გამაოცა თამაშისადმი შიმშილით, სტაბილურობითა და ძლიერი სურვილით, რომ თამაშისას თავისუფალ სივრცეში, გახსნილი ყოფილიყო. ეს მწვრთნელის ხარისხია, ვინც მისი ჩართვა შეძლო, მაგრამ ასევე, მას ჰქონდა წინასწარი განწყობა“.
მონტელა ლეაუზე: „ის თამაშობს, როგორც ნამდვილი ჩემპიონი. ნაკლებად სტაბილურია, თუმცა ამ ნაკლს გამოასწორებს. ის თანამედროვე ფეხბურთისთვის სრულყოფილი მოთამაშეა სისწრაფითა და ტექნიკური არსენალით“.